USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
ზუგდიდში პროექტი „ინოვაციური ხიდი“ გახსნა
Date:  334
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ ქალაქ ზუგდიდში პროექტი „ინოვაციური ხიდი“ გახსნეს.
 
აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს ორთვიან სასწავლო კურსს გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრები 30 ახალგაზრდის ჩართულობით. პროექტის ფარგლებში მოზარდები გადამზადდებიან დეზინფორმაციასთან ბრძოლის, მედია პროდუქტის მომზადებისა (გადაღება-მონტაჟი) და გრაფიკული არქიტექტურის მიმართულებებით.
 
„ინოვაციური ხიდის“ მიზანია ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მხარდაჭერა კონსტრუქციული დიალოგის, ყალბი ამბების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლისა და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების გზით.
 
ღონისძიებას აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე კაკავა, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა ესწრებოდნენ.
 
„ინოვაციური ხიდი“ მინისტრის აპარატის პროგრამის „მშვიდობის ლაბორატორია“ ფარგლებში ხორციელდება.
tbilisi
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way