USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის შესახებ გარკვეული დეტალები ხდება ცნობილი
дата:  343

ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის შესახებ გარკვეული დეტალები ხდება ცნობილი. ადგილობრივის ინფორმაციით, თავდამსხმელებმა აფხაზეთიდან დევნილი ჯიმშელიების დაყაჩაღება გამთენიისას სცადეს. მისივე თქმით, ცოლ - ქმარმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს, რის გამოც ცოლი მოკლეს, ქმარს კი სხეულზე დაზიანებები მიაყენეს. მამაკაცი კლინიკაშია გადაყვანილი და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. არსებული ცნობით, მისი მდგომარეობა მძიმეა. მოკლული 70 წლამდე ქალია.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. სამართალდამცავები თავდამსხმელებს ეძებენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო. ფაქტთან დაკავშირებით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати