USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
თბილისი
ზუგდიდში, კაცმა ასაკოვანი ქალის გაუპატიურება სცადა, თუმცა ქალმა წინააღმდეგობის გაწევა შეძლო და მოძალადეს ნიღაბი ჩამოხსნა - პოლიციამ კაცი მალევე დააკავა.
თარიღი:  526

ზუგდიდის ერთ-ერთ სოფელში ასაკოვანი ქალის გაუპატიურების მცდელობისთვის შუახნის მამაკაცი დააკავეს. თანასოფლელი მარტოხელა ქალთან საღამოს საათებში შეიჭრა.

მამაკაცისთვის ნიღბის ჩამოხსნა ქალმა შეძლო, პოლიცია კი მისმა შვილმა გამოიძახა. შემთხვევის შემდეგ მამაკაცი მიიმალა, თუმცა მალევე დააკავეს.

გამოძიება 19-137-ე მუხლით მიმდინარეობს.

თბილისი
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის