USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
Tbilisi
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სტიქიის საპრევენციო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
Date:  883
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სტიქიის საპრევენციო ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
 
დღეს ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია,მოადგილეებთან და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ნაპირსამაგრი გაბიონების მოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
 
ნაპირსამაგრი გაბიონების მოწყობა სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან ფინანსდება.
 
მერის ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 4 მილიონ 200 ათასი ლარი გამოეყო, რითაც ნაპირსამაგრი გაბიონების, ხიდებისა და ხიდ-ბოგირების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
 
 
ნაპირსამაგრი გაბიონი ეწყობა კიროვში, საკორკელიოს უბანში. პროექტის ღირებულება 421 000 ლარია.
რამდენიმე ნაპირსამაგრი ეწყობა გიორგი ბრწყინვალეს ქუჩასა და ოდიშის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვართან, რომელთა ღირებულება ჯამში 220 664 ლარია.
 
,,პროექტების დასრულების შემდეგ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ექნება საკმაოდ კარგი წინაპირობა, იმისთვის რომ წყალდიდობებისას არ მიიღოს ზიანი და მოსახლეობის დატბორვის საფრთხე თავიდან ავიცილოთ“- აღნიშნა მამუკა წოწერიამ.
society
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way