USD 2.6191
EUR 3.0214
RUB 3.1846
Тбилиси
ზუგდიდი- გიგი უგულავა, ფოთი, ხობისა და სენაკის ოლქებში- გიგა ბოკერია
дата:  903

“ევროპულმა საქართველომ” რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატების ნაწილი წარადგინა. კანდიდატები პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ დაასახელა.

რეგიონების მაჟორიტარულ ოლქებში“ევროპული საქართველოს” კანდიდატები იქნებიან:

ზურაბ ჭიაბერაშვილი- თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი;

გიორგი ღვინიაშვილი- გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყარო;

ირმა ნადირშვილი- რუსთავი;

აჰმედ იმანყულიევი - მარნეული, გარდაბანი;

ოთარ კახიძე- ქუთაისი;

სერგო რატიანი- საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაული;

გიგი წერეთელი- ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბული;

აკაკი ბობოხიძე- სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონი;

გიგი უგულავა- ზუგდიდი;

გიგა ბოკერია- ფოთი-ხობი-სენაკი;

ლელა ქებურია - აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუ;

ხათუნა გოგორიშვილი- ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაური;

ტარიელ ნაკაიძე- ხულო-შუახევი-ქედა.

პარტიამ დაასახელა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს არჩევნებზე კანდიდატებიც. ესენია: ბათუმში - ვახტანგ კალოიანი, ხოლო ქედა-შუახევი-ხულო - თემურ კახიძე.

ბაქრაძის თქმით, “ევროპული საქართველოს” საარჩევნო შტაბის უფროსი სერგი კაპანაძე იქნება.

"ჩემი კონკურენტი არ იქნება ბედკრული ირაკლი ჩიქოვანი, რომელმაც თვითონაც არ იცის, რომელ პარტიას, როდის წარმოადგენდა, მათ შორის, ზუგდიდში", - განაცხადა  „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისთვის პარტიის მიერ გამართულ ღონისძიებაზე .

ამასთანავე, უგულავას თქმით, საჯაროდ უნდა დაიდოს პირობა, რომ განვითარება და წინასვლა აღარ იქნება ადამიანის უფლებების ხარჯზე. მისი შეფასებით, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ იყო წინსვლა განვითარება, მაგრამ თვალი უნდა გაუსწორონ ასევე, შეცდომებსა და პრობლემებს.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати