USD 2.7002
EUR 3.1679
RUB 3.2114
Tbilisi
ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ვაჟა ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებზე ამოქმედდება
Date:  1023

შემდეგი ტერიტორია, სადაც ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება, იქნება ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირები, - ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ვაკის მცხოვრებლებს დროულად დაარეგისტრირონ საკუთარი ავტომობილები და ამისთვის ადგილზე განთავსებულ საინფორმაციო ჯიხურებს მიმართონ, სადაც მათ საჭირო დახმარებას გაუწევენ.

„ეს პროცესი საბურთალოს რაიონში, კონკრეტულად ამ გამზირებზე, დაიწყება მას შემდეგ რაც მუნიციპალური პავილიონები მოიხსნება ვაკის რაიონში. ჩვენ დამატებით ინფორმაციას მომდევნო მთავრობის სხდომაზე აუცილებლად მოგაწყვდით და გეტყვით ზუსტ თარიღებს თუ როდიდან ამოქმედდება ვაჟა ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებსა და მიმდებარე ქუჩებზე. ასევე გექნებათ სრული ინფორმაცია თუ როდიდან იქნება შესაძლებელი რეგისტრაცია და სხვა სერვისების მიღება. რა თქმა უნდა, მანდაც მოვახდენთ ამ ჯიხურების განთავსებას, მას შემდეგ რაც ვაკის რაიონში დავამთავრებთ ამ პროექტის განხორციელებას“, - განმარტა მერმა.

ვაკეში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 20 ნოემბერს ამოქმედდა.

tbilisi
თბილისის აეროპორტში ბანგკოკიდან 20 კგ-მდე მარიხუანას შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

თბილისის აეროპორტში ბანგკოკიდან 20 კგ-მდე მარიხუანას შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ავრცელებს.

"საბაჟო გამშვები პუნქტი "თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა (19,4 კილოგრამი) აღმოაჩინეს.

მებაჟე ოფიცრის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის ბარგის რენტგენო ინსპექტირების სკანერით დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა საეჭვო შიგთავსი, რის შემდეგაც უფლებამოსილი პირის მიერ, მოხდაბარგის სპეციალური წითელი ფერის წებოვანი სტიკერით ნიშანდება და ის დამატებით, ფიზიკურ დათვალიერებას დაექვემდებარა.

სამართალდამრღვევ მოქალაქეს, რომელიც ბანგკოკი-მუმბაი-თბილისის რეისით ჩამოფრინდა, სამგზავრო ჩანთაში, ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა 34 შეკვრად დაფასოებულ ჰერმეტულ შეფუთვაში ჰქონდა განთავსებული", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლების შესაბამისად, აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way