USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Tbilisi
ზოდიაქო - რას გვპირდებიან ვარსკვლავები 21 ივნისს?
Date:  673

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21ივნისის?

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ეს დღე აქტიურობისკენ არ განგაწყობთ, ამიტომ გირჩევთ, დაისვენოთ და ენერგიას გაუფრთხილდეთ, რადგან ის ძალიან მალე დაგჭირდებათ. მარტოხელა ვერძს შანსი აქვს, საინტერესო ადამიანს შეხვდეს და დაიწყოს ურთიერთობა, რომელიც შთაგონების წყარო გახდება. მეგობრები მნიშვნელოვან საკითხში არ გეთანხმებიან, მაგრამ ნუ ინერვიულებთ - უბრალოდ, ისინი საჭირო ინფორმაციას არ ფლობენ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

თუ ერთფეროვანმა მუშაობამ დაგღალათ, შეგიძლიათ გონება კროსვორდების ამოხსნით გაავარჯიშოთ. ამ პერიოდში მნიშვნელოვანია თქვენს ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე იზრუნოთ და საკუთარი სიტყვები თუ ქმედებები აკონტროლოთ. სწორი განსჯისა და საღი აზროვნების დამსახურებით სამსახურში თქვენი ავტორიტეტი გაიზრდება.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ამ დღეს შეიძლება ზოგიერთ საკითხზე შეხედულება შეგეცვალოთ. ეს საშუალებას მოგცემთ, რომ სამყაროს და საკუთარ შესაძლებლობებს განსხვავებული კუთხით შეხედოთ. ახლა ყველაზე მეტად საკუთარი თავის რწმენა გჭირდებათ, რადგან თქვენს იდეებს ყველა არ იზიარებს. ზოგს ისინი შეიძლება ზედმეტად ამბიციურად მოეჩვენოს, მაგრამ საკუთარ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ამ დღეს ყველაფერი უნდა დაივიწყოთ და მთელი ყურადღება ოჯახსა და ოჯახურ ღირებულებებზე უნდა გადაიტანოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოჯახის წევრების ურთიერთობა გართულდება. სიბრძნე და ცხოვრებისეული გამოცდილება დაგეხმარებათ, რომ ყველაზე რთული პრობლემაც კი სწრაფად მოაგვაროთ. მთავარია ოჯახში ერთმანეთის მიმართ ნდობა შეინარჩუნოთ

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ამ დღეს ყველაზე მეტად სიმშვიდეს და განმარტოებას ნატრობთ. ნუ მოგერიდებათ, რომ ამის შესახებ ოჯახის წევრებს და ახლობელ ადამიანებს პირდაპირ უთხრათ, რადგან გრძნობთ რომ ძალების აღდგენა გჭირდებათ. გახსოვდეთ, რომ სირთულეები დროებითია და ეცადეთ, ყველა ნეგატიური აზრი განდევნოთ. ამაში მეგობრები დაგეხმარებიან.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

შესაძლოა, დილიდან შფოთვა და დაძაბულობა იგრძნოთ. ეს პლანეტების გავლენით ხდება, რომლებიც ზოგჯერ გვაიძულებენ, თავი დაუცველად ვიგრძნოთ. ამ დღეს უამრავი წვრილმანი პრობლემა გელით, რაც თქვენს ყურადღებას მთავარი საკითხებიდან მეორეხარისხოვანზე გადაიტანს. პირად ურთიერთობებში თავს ეჭვიანობა იჩენს - ეცადეთ თქვენი ერთგულების დამადასტურებელი არგუმენტები იპოვოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ეცადეთ, ეს დღე ტყუილის გარეშე გაატაროთ, რადგან ამ დღეს ყველაზე უწყინარმა ტყუილმაც კი შეიძლება უსიამოვნო შედეგებამდე მიგიყვანოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში მეტი ტაქტი და მოთმინება გამოიჩინოთ. ადამიანების მიმართ თქვენი დამოკიდებულება ყოველთვის იდეალური არ არის. მიეცით ახლობელ ადამიანებს საშუალება, შექმნილ ვითარებაში გაერკვნენ და ურთიერთგაგებას მიაღწიოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

დღეს მოხდება მოვლენა, რომელიც გაიძულებთ, ლიდერის როლი მოირგოთ. ეს საშუალებას მოგცემთ, სიტუაცია აკონტროლოთ და შეცდომები თავიდან აიცილოთ. კრიტიკულ შენიშვნებს გულთან ახლოს ნუ მიიტანთ. სავარაუდოდ, ვიღაც რაღაცით უკმაყოფილოა, თუმცა ეს თქვენ არ გიკავშირდებათ. ეცადეთ, თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი სწორად და სასარგებლოდ გამოიყენოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

თუ სახლის აშენებაზე ოცნებობთ, დღეს ოცნების ასრულებას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდებით. ნებისმიერ შემთხვევაში, ვარსკვლავები გირჩევენ, ბუნებაში მეტი დრო გაატაროთ და თუ შესაძლებელია, ყოველდღიურად ფეხით იაროთ. ახლობელი ადამიანის სიტყვების ან საქციელის მიხედვით ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტანთ - შესაძლოა, რაღაც არასწორად გაიგეთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

შეეგუეთ, რომ ამ დღეს ბევრი მუშაობა მოგიწევთ. ჩათვალეთ, ეს თქვენი გამძლეობისა და შრომისმოყვარეობის გამოცდაა. სიახლეები, რომლებსაც საღამოს, შორიდან მიიღებთ, სასიამოვნოდ გაგაოცებთ. ამ დღეს ყველა ადამიანს საკუთარ მოვალეობად თქვენთვის რჩევის მიცემა მიაჩნია, თუმცა მათ შორის ზოგი მართლაც სასარგებლო იქნება.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ბოლო დროს მუდმივად სხვადასხვა სახის დაბრკოლებას აწყდებით. პლანეტების განლაგება უამრავ გამოცდას გიმზადებთ, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელდება. უსიამოვნებების წყებას მალე ხელსაყრელი პერიოდი ჩაანაცვლებს. დღის უდიდესი ნაწილი მოსაწყენი სამუშაოს შესრულება მოგიწევთ, მაგრამ მიზნის მისაღწევად ეს მნიშვნელოვანი იქნება. სჯობს, ახალი ინიციატივები სამომავლოდ გადადოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ დღეს ყველაზე კარგად სწავლა და ახალი გამოცდილების მიღება გამოგდით. ხელოვნებასა და შემოქმედებით საქმიანობაშიც წარმატება გელით. საკუთარი შედეგებით იამაყებთ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, მადლობა გადაუხადოთ მათ, ვინც ცოდნა და გამოცდილება მოგცათ. ეცადეთ, რომ საყვარელი ადამიანებისთვის დღევანდელი დღე დაუვიწყარი გახდეს.

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way