USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
Тбилиси
ჟვანიას მოედნის რეკონსტრუქცია დასრულდა
дата:  2138

ჟვანიას მოედნის რეკონსტრუქცია დასრულდა. განახლებული მოედანი დღეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დაათვალიერა.

„ჟვანიას მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. იდენტიფიცირებული გვაქვს 12 კვანძი, რომელიც გადაადგილებისა და გამტარუნარიანობის თვალსაზრისით, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გარკვეულ პრობლემას წარმოადგენდა. დავიწყეთ არსებული კვანძების მოწესრიგება. ჟვანიას მოედანზე გაჩნდა საავტობუსო ზოლი იმისთვის, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა შეუფერხებლად შეძლოს გადაადგილება. აღნიშნულ ტერიტორიაზე საათში, დაახლოებით, ავტობუსების ჩათვლით, 1 400 ავტომობილი გადაადგილდებოდა. ეს რაოდენობა შენარჩუნებულია, უბრალოდ დამატებულია საავტობუსო ზოლი. დღეს გამტარუნარიანობა მეტია იმის გათვალისწინებით, რომ საავტობუსო ზოლი ცალკეა გამოყოფილი. გარდა ამისა, მოედანზე გამწვანდა თარგები, დამონტაჟდა განათების სისტემა, ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განთავსდა და საკმაოდ სასიამოვნო სივრცე გამოვიდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ვიქტორ წილოსანი და საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე.

პროექტის ფარგლებში განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, ხოლო მიწის ქვეშ ჩავიდა მიწისზედა კომუნიკაციები; მოეწყო წყალარინებისა და სანიაღვრე 30 ჭა; დაიგო 4700 კვ.მ ასფალტის საფარი; მოეწყო განცალკევებული საავტობუსო ზოლები; გაფართოვდა და კეთილმოეწყო გაჩერებები; დამონტაჟდა მოსაცდელები და საინფორმაციო ტაბლოები; განახლდა ტროტუარები; შეიცვალა შუქნიშნების სისტემა; დამონტაჟდა ჭკვიანი შუქნიშნები, რომელიც დაკავშირებულია 112-ის მართვის ცენტრთან; გაცალმხრივდა ისაკაძისა და ონიაშვილის ქუჩებზე მოძრაობა; მოეწყო ქვეითთა გადასასვლელი შარტავასა და კანდელაკის ქუჩების კვეთაზე; მოწესრიგდა საპარკინგე სივრცე; არსებულს დაემატა დისტრიბუციის და ტაქსის საპარკინგე ადგილები; განახლდა გარე განათების ქსელი. კერძოდ, დამონტაჟდა 15 LED განათების ბოძი, აქედან 2 ერთეული 12-მეტრიანი თანამედროვე სტილის, მრავალსანათიანი ბოძი; მოეწყო გზაგამყოფი კუნძულები სარწყავი სისტემით და შესაბამისი გამწვანებით. გამწვანების სამუშაოების ფარგლებში, ჯამში 100-მდე ძირი ნერგი დაირგო და ბალახი დაითესა.

მოედანზე ამჟამად გამავალი 11 სამარშრუტო ხაზი დღიურად 55 ათასზე მეტ მგზავრობას უზრუნველყოფს.

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати