USD 2.6239
EUR 3.0219
RUB 3.2557
Tbilisi
ჟურნალი "კლდე" - ნიკო ნიკოლაძე და რუსეთში ნასწავლი ინტელიგენცია ორი ანტიპოდია, სულ სხვადასხვა ტიპები
Date:  1264

1913 წელს გამოცემული ჟურნალი "კლდე" ნიკო ნიკოლაძეზე
წერდა - "ბევრჯერ დავფიქრებულვარ და დღემდე არ მქონდა კარგად შეგნებული, თუ რად აითვალწუნა ჩვენმა ინტელიგენციამ საუკეთესო შვილი ნიკო ნიკოლაძე, ახლა კი მესმის. ნიკოლაძე და რუსეთში ნასწავლი ინტელიგენცია ორი ანტიპოდია, სულ სხვადასხვა ტიპები. ნიკოლაძე სულითა და გულით ევროპელია, ევროპაში ნასწავლი, ევროპის იდეებით განმსჭვალული, ევროპის ტექნიკა-ინდუსტრიის მცოდნე, ინიციატივის კაცი, პრაქტიკი და საქმიანი.
ჩვენი ინტელიგენცია კი უმთავრესად აღზრდილია რუსეთის სკოლაში, ამ სკოლის მონური სულით, ჩინოვნიკური რუტინით და სქოლასტიკით გაჟღენთილი. ამიტომ ჩვენი ინტელიგენტები უმთავრესად არიან თეორეტიკოსები, მეოცნებე, აკადემიური მსჯელობის ხალხი. ამათი სფეროა თბილი კაბინეტი, რბილი სავარძელი, უნიადაგო თეორიული მსჯელობა, მეტაფიზიკური მორალი და სხვადასხვა პარტიულ-პოლიტიკური ოცნება-ფანტაზიები.
ნიკოლაძე კი უწინარეს ყოვლისა მუშაკია დაკაპიწებული ხელებით, ცხოვრების ტექნიკი და ლაბორანტი. იგი რეალისტია, რეალური პოლიტიკის მაწარმოებელი, ცხოვრების მცოდნე, მის ქარტეხილში ჩავარნილი. ძალაუნებურად იქცევა ისე, როგორც უკარნახებს მას ცხოვრების სასტიკი სინამდვილე. ეს არ ესმის ჩვენს ინტელიგენციას და არც სურს შეიგნოს. ნიკო ნიკოლაძის ასეთ მოქმედება-პოლიტიკას ჩვენს ცხოვრებაში უსუსური ინტელიგენტები ნათლავენ ოპორტუნიზმად, ქვეყნის ღალატად და თვით ნიკოლაძეს კი ეძახიან რენეგატს, რუტინიორს და რეაქციონერს".

World
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way