USD 2.7143
EUR 3.2143
RUB 3.2694
Tbilisi
ჟურნალი "Newsweek" (აშშ): „დადგა დრო უკრაინაში ომის შესაწყვეტად, რისთვისაც შუამავლობა საუკეთესო პასუხი იქნება“
Date:  357

ამერიკული ჟურნალის „ნიუსვიქის“ (Newsweek) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დადგა დრო უკრაინაში ომის შესაწყვეტად, რისთვისაც შუამავლობა საუკეთესო პასუხი იქნება“ (ავტორი - სტივენ მაიერსი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი კონსულტანტი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მას შემდეგ, რაც რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა, შეერთებულმა შტატებმა კონფლიქტის ესკალაციას ხელი შეუწყო იმით, რომ საზოგადოებრივი აზრის მობილიზება მოახდინა - როგორც თავისთან, ისე მოკავშირე ქვეყნებში: თითქოსდა რუსეთის მოტივები უკრაინის მიმართ უსაფუძვლოა, რუსეთს ბოროტი განზრახვა აქვს და მის მოქმედებას გენოციდიც კი შეიძლება ეწოდოს. ამ ყველაფერმა შეუძლებელი გახადა ლაპარაკი კონფლიქტის ისტორიაზე, მხარეთა მოტივებზე და გარდაუვალ გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ შედეგებზე. მართალია, ვაშინგტონი თვითონ უშუალოდ არ ერევა ომში, მაგრამ, როგორც ნათქვამია, „ცეცხლზე ნავთს ასხამს“ - უკრაინას უდიდეს ფინანსურ და მატერიალურ დახმარებას უწევს, აწვდის იარაღს და მხარს უჭერს პოლიტიკურად. ამერიკის მხარდაჭერა რომ არ ყოფილიყო, კიევი უკვე დიდი ხნის წინათ დაიწყებდა მოლაპარაკებას და საერთოდ, წინააღმდეგობის გაწევას შეწყვეტდა. ბევრი ცნობილი და კარგად ინფორმირებული დიპლომატი და მეცნიერი აკრიტიკებს ამერიკას მისი ქედმაღლობის გამო, მაგრამ ამაოდ.

ერთწლიანი ომის შემდეგ უკვე თავი იჩინა იმ შედეგებმა, რომლებიც ბევრმა ექსპერტმა იწინასწარმეტყველა, ახდა მათი პროგნოზი: უკრაინაში და ევროპაში სტრატეგიული, ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო სიტუაცია უარესდება. „ჩრდილოეთის ნაკადების“ გარეშეც კი რუსეთი, ევროპის გაზით უზრუნველყოფის საკითხში, მაინც მესამე მიმწოდებლად რჩება. ბევრმა რუსულ გაზზე უარი თქვა, მაგრამ ეს ძალიან ძვირი ჯდება, განსაკუთრებით  გერმანიისათვის, რომელიც იძულებულია 10-ჯერ მეტი საბაზრო ფასი გადაიხადოს. რუსულ გაზზე უარმა გერმანიასა და სხვა ევროპულ ქვეყნებში ბევრი სამრეწველო საწარმოს დახურვა გამოიწვია, რასაც, ბუნებრივია, უმუშევართა რაოდენობის ზრდა მოჰყვა. გერმანიაში ავტომობილების გამოშვება 25%-ით შემცირდა. გერმანული ელექტორატი, რომელიც სულ უფრო სკეპტიკურად უყურებს დასავლეთის მიდგომას უკრაინის კონფლიქტისადმი, განსაკუთრებით გააღიზიანა იმ ცნობამ, რასაც ჩვენ, ამერიკელები, ჯერ კიდევ სექტემბერში ვამბობდით: „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენებზე მომხდარი დივერსიაში პასუხისმგებლობა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას ეკისრება.

თუ კანცლერმა ოლაფ შოლცმა ეს იცოდა და არ გაამხილა, მაშინ მას ბრალი მიუძღვის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან გარიგებაში იმ განზრახვის განხორციელების მიზნით, რასაც აშშ-ში მსხვილმასშტაბიან ტერორისტულ აქტს უწოდებენ. მილსადენის აფეთქებით განადგურდა გერმანიის ეროვნული ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი, რითაც მთლიანობაში ზიანი მიადგა ევროკავშირსაც, უარყოფითი გავლენა მოახდინა მილიონობით ადამიანის ბედზე. ევროპაში ღრმა დეპრესია უკვე კარზეა მომდგარი და გარდაუვალია. და თუ მართლაც დადასტურდება ბერლინ-ვაშინგტონის გარიგება დივერსიის მოწყობაზე, ეს გერმანიის მთავრობისათვის მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ვინც ამ შოკისმომგვრელი გიგანტური დივერსიის დაცვას დაიწყებს და იტყვის, რომ „მიზანი ამართლებს საშუალებას“, ისინი ყოვლად ამორალურ ადამიანებს შეიძლება მივაკუთვნოთ.

უკრაინაში სასოწარმკვეთი სიტუაცია დგას: მისი არმიის მიერ მიღწეული ტაქტიკური წარმატებები, როგორი აღმაფრთოვანებელიც არ უნდა იყოს, კიევს უდიდეს ფასად დაუჯდა. ზოგიერთი გამოთვლით, უკრაინამ ომში მოკლულ-დაჭრილების სახით, უკვე 100 ათასი ჯარისკაცი დაკარგა. განუწყვეტლივ ინგრევა ქვეყნის ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით ტრასნპორტისა და ენერგომომარაგების დარგში. მოსახლეობის მესამედმა სამშობლო დატოვა და თავშესაფრისათვის უცხოეთში წავიდა.

უკრაინის ხელისუფლება ომისგან მიყენებული ზიანის გამოსწორებას და ზარალის ანაზღაურებას უახლოეს ხანში ვერ შეძლებს. უკრაინელებს არ აქვთ შესაძლებლობა ქალაქებს ძველებურად მოუარონ და უპატრონონ, არ აქვთ საწვავი, წყალი და სურსათი.

ვოლოდიმირ ზელენსკის შეიძლება ჰქონდეს საგაზაფხულო შეტევის გრანდიოზული გეგმები, მაგრამ შეტევა, თუ ის საერთოდ დაიწყება, ალბათ, გვიან მოხდება: უკრაინის სამხედრო საწარმოები დანგრეულია, აშშ-ის მიერ საარტილერიო ჭურვების მიწოდება ჭიანურდება, რუსეთმა კი თავისი სამხედრო ქარხნები უწყვეტი სადღეღამისო რეჟიმით აამუშავა. კრემლის საარტილერიო უპირატესობა ამჟამად სამი ერთზეა. რუსული რაკეტებისა და  ირანული დრონების გუნდი გეგმაზომიერად ანადგურებს ყველაფერს იმას, რაც ადამიანთა ცხოვრებას უზრუნველყოფს. კოსმოსიდან გადაღებული ფოტოსურათები გვიჩვენებენ, თუ როგორ არის დანგრეული ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური და განსაკუთრებით ენერგოინფრასტრუქტურა - ღამ-ღამობით უკრაინის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი ჩაბნელებულია - ისეთი შავია, რომ შავი ზღვის აკვატორიისაგან ვერ გაარჩევ.

როგორც კი მოლაპარაკების იდეა გაჩნდა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „დამატებითი პირობები“ წამოაყენა, რომლებსაც ვლადიმერ პუტინი არასოდეს არ დაეთანხმება. უკრაინის პრეზიდენტს დასავლური მძიმე იარაღის მიღების იმედი აქვს, მაგრამ ის, რაც ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ვნახეთ და მოვისმინეთ, მხოლოდ ლამაზი პიარ-აქციებია და მეტი არაფერი. ძალიან საეჭვოა, რომ უკრაინამ ასობით ტანკი („ლეოპარდები“, „ჩელენჯერები“ და „აბრამსები“) და შემტევი ავიაცია (ბრიტანული „ტაიფუნები“ და ამერიკული „ფანტომები“) მიიღოს. აშშ უკრაინის ტერიტორიაზე ისეთი იარაღის სისტემებს არ განალაგებს, რომელთა მართვა მხოლოდ ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს შეუძლიათ იმ მიზეზით, რომ ისინი დაუყონებლივ გახდებიან რუსეთის არმიის სამიზნეები.

ომის კიდევ ერთი წელი ნიშნავს, რომ უკრაინა კიდევ უფრო მეტად დაინგრევა - იმაზე უფრო უარესად, ვიდრე ახლა ვხედავთ. რუსეთი არ დაეთანხმება ისეთ მოლაპარაკებას, რომლის დროსაც იგნორირებული იქნება იმ საკითხების განხილვა, რომლებმაც საქმე შეიარაღებულ შეტაკებამდე მიიყვანა. ერთადერთ გამოსავალს სამშვიდობო ხელშეკრულების დადება წარმოადგენს, რომლის მისაღწევად შუამავლობაა საჭირო, რომელიც ობიექტურმა და ავტორიტეტულმა, ნეიტრალურმა მესამე ქვეყანამ უნდა იკისროს.

ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ამ ომში შეუძლია შუამავალი იყოს და რომელიც პოტენციურად მისაღები შეიძლება იყოს ყველა მებრძოლი მხარისათვის, ეს ისრაელია. მართლაცდა, ისრაელმა მსოფლიოში ყველაზე კარგად იცის, თუ რა საშინელებას წარმოადგენს გაჭიანურებული კონფლიქტი. ამასთან, ისრაელი ხისტი მომლაპარაკებელია, ის ხელს არ ჩაიქნევენ და სანამ შედეგს არ მიაღწევს, მანამ მოლაპარაკების მაგიდას არ მოშორდება. ვფიქრობ, დროა ამ საქმეს ხელი მოჰკიდოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ - ალბათ, იგი თვითონაც მოისურვებს შუამავლის კეთილშობილური როლის შესრულებას

რა თქმა უნდა, მოლაპარაკების პროცესი რთული საკითხების გადაჭრას გულისხმობს და ამიტომ ის შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში ორივე მხარეს მშვიდობას მოუტანს, უამრავ ადამიანს გადაარჩენს უცილობელი დაღუპვისაგან ამ საშინელ და ყველა მხარისთვის არასასურველ ომში. მსოფლიომ ყველაფერი უნდა გააკეთოს ამ რთული პრობლემისადმი მორალური მიდგომის განხორციელებისათვის: უკრაინა და რუსეთი გეოგრაფიულად ერთმანეთის მეზობლები არიან და ყოველთვის ასეთებად დარჩებიან, მათ ბევრი რამ აქვთ საერთო. დროა ეს ტრაგედია დასრულდეს.

წყარო: https://www.newsweek.com/time-end-war-ukraine-mediation-best-answer-opinion-1782852

მოამზადა სიმონ კილაძემ

tbilisi
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 18 სექტემბერს?

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 18 სექტებერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

დიდუბის და ჩუღურეთის რაიონები

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის  გამზირის, წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ნორიოს აღმართის, ცაბაძის (ნაწილობრივ), ფიფიების, ვორონინის, თევდორე მღვდლის, გორის, ბათუმის, ფოთის, ბაგრატიონის, ევდოშვილის, აბასთუმნის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილის, გოგოლის, გროზნოს, მამრაძის, დონდუას, ქინქლაძის, ჩიტაიას, ცხრა ძმა ხერხეულიძის, თვალჭრელიძის, ცოტნე დადიანის, ართვინის, კაპანაძის, ფარავნის, მამარდაშვილის, თეთნულდის, კიკვიძის, პალიასტომის, მარუაშვილის და ზაზიშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), ლოტკინის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), რეხის დასახლების, ხაჩატურიანის, რეხის, ენუქიძის, გაბისკირიას, ყუბანეიშვილის, ჟორდანიას, თამარ და აკაკი პაპავების, ჯინჭარაძე, ლოლაძის, მახათას, ცაიშის, დადიანი-ანჩაბაძის, აგიაშვილის, ივერთუბნის, ბარაკონის, კარტოზიას, ხორნაულის, ყანჩელის, დოლიძის, გაბუნიას, ბეთაშვილის, ალავერდის, ახალი რეხის, ვალერიან კანდელაკის,  მახათას, თამარ მამულაშვილის, მარინე უთმელიძის, გურამ გაბისკირიას, რაულ ეშბას, ალოიზ მიზანდარის და ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლის ქუჩების მოსახლეობას. 

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი ფონიჭალას, ფონიჭალის დასახლების, ქვემო ფონიჭალის დასახლების, ვაგზლის, გულიკო გოდოლაძის, ევსტათი მცხეთელის, შოთა ნიშნიანიძის და სადგურის ქუჩების მოსახლეობას. 

ვაკის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მოსაშვილის, ბერძენიშვილის, დარიალის, კავსაძის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), დიდიმ მირცხულავას, ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის, არაყიშვილის და ბაზალეთის ქუჩების მოსახლეობას. 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way