USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
ჟურნალი «Эксперт» (რუსეთი): „ოცნება დამოუკიდებლობაზე: საქართველოში მშპ-ის არნახული ზრდა უნდა დაივიწყონ“
Date:  290

რუსული ჟურნალის „ექსპერტის“ (Эксперт) 13 მარტის მე-11 ნომერში გამოქვეყნებულია სარედაქციო სტატია სათაურით „ოცნება დამოუკიდებლობაზე: საქართველოში მშპ-ის არნახულ ზრდაზე  ოცნება უნდა დაივიწყონ“.

„საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებისათვის „პრორუსულის“ დარქმევა რთულია. როგოც არ უნდა ეცადოს აშშ-ის სახდეპარტამენტი, ვერც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს ვერ უწოდებ „კრემლისაგან შთაგონებულს“, რომელმაც საქართველოს რამდენიმე ქალაქში, თბილისის ჩათვლით, მასობრივი უწესრიგობები გამოიწვია. მაგრამ ამის მიუხედავად, პროტესტების ორგანიზებაში რუსეთი მაინც დაადანაშაულეს: სწორედ მოსკოვი არყევს მეზობლის ნავს, რომ ხელი შეუშალოს საქართველოს ევროატლანტიკურ ოჯახში მიღებასო“, - ნათქვამია მასალაში და კითხვაა დასმული: „რა დაემართათ ისევ ქართველებს?“.

სტატიაში მოკლედაა მიმოხილული ის სამართლებრივი დოკუმენტი, რომელსაც ხშირად „უცხოური აგენტების“ კანონპროექტს უწოდებენ და აღნიშნულია, რომ ის ჰგავს როგორც ამერიკულ, ისე რუსულ ანალოგიურ აქტს, მაგრამ მთლიანობაში უფრო „რბილი ხასიათი აქვს“. 

„თუ კანონპროექტს მიიღებული იქნებოდა, გასაგები გახდებოდა, ვის კმაყოფაზე არიან ქართული დამოუკიდებელი მასმედია და უცხოეთის რომელი ფონდებიდან იღებენ ფულს არასამთავრობო ორგანიზაციები. ოპოზიციის აღშფოთება გასაგებია - ის სწორედ ამ გრანტებით არსებობს, მაგრამ ძალიან უცნაურია დასავლეთის რეაქცია საქართველოს მთავრობის მოქმედებაზე, რომელიც ცდილობს უფრო გამჭვირვალე გახადოს საკუთარი შიდაპოლიტიკური მდგომარეობა. თუმცა,კაცმა რომ თქვას, გასაკვირი არაფერი არ არის. დემოკრატია და გამჭვირვალობა ვისაც როგორც სურს, ისე ესმის.

კანონი ხელისუფლებამ უკან გაიწვია, მაგრამ ოპოზიცია თავისას მაინც არ იშლის, რაღაც ახალ მიზეზებს იგონებს... გინდა-არგინდა, იბადება კითხვა: საერთოდ, მართლაც კანონშია საქმე? განა კანონით ქვეყნის საგარეოპოლიტიკური კურსი ირღვევა? საქართველოს დღევანდელ მთავრობას, რაც კი ხელისუფლებაშია, ქვეყანა პირდაპირი კურსით ევროკავშირისა და ნატოსაკენ მიჰყავს. რასაკვირველია, 2008 წლის გამოცდილების გათვალისწინებით, ცდილობს რუსეთი არ გააღიზიანოს.

სუბსიდიებმა, რომლებსაც დასავლეთი საქართველოს რეფორმების გასატარებლად აძლევდა, თბილისი საერთაშორისო სავალუტო ფონდზე, ევროკავშირზე და მსოფლიო ბანკზე დამოკიდებული გახადა, მაგრამ ამით ქვეყნის ეკონომიკა რატომღაც არ გაძლიერებულა. კორონავირუსის პანდემიის შემდეგ საქართველოს ძალან ესაჭიროებოდა ფული, რომლის მიღების შანსი 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ გაჩნდა - იმის წყალობით, რომ საქართველომ უარი თქვა ანტირუსული სანქციებისადმი მიერთებაზე, რუსი რელოკანტებისათვის და მათი კაპიტალის საქართველოში დაბანდებისათვის ხელსაყრელი რეჟიმი შექმნა [გარდა ამისა,  გაფართოვდა ქვეყნის ტერიტორიის სატრანზიტო ფუნქციაც]. გასული წლის მარტიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოცულობაც - საქართველომ 2022 წელი მშპ-ის 10,3%-იანი ზრდით დაამთავრა.

მაგრამ, როგორჩ ჩანს, ქართულ ოპოზიციას ეროვნული ეკონომიკის წარმატებები არ ახარებს. ამჟამინდელ პროტესტებში ერთმანეთს შეერწყა ორი ფაქტორი: პირველი და ძირითადი - დასავლეთის მცდელობა უკარნახოს საქართველოს, რომ რუსეთზე ზეწოლა გააძლიეროს სანქციებისადმი შეერთებით და მეორე, ირიბი - ოპოზიციის სურვილი ისარგებლოს სიტუაციით, შორსმიმავალი მიზნების რეალიზებისათვის - მოამზადოს ნიადაგი 2024 წლის არჩევნებისთვის, რათა პოლიტიკურ ოპონენტებს (ხელისუფლებას) მთავარი კოზირი წაართვას - ქართული ეკონომიკის ზრდა.

სავარაუდოდ, „ქართული ოცნება“ მინიშნებას გააცნობიერებს: რუსული ნაპირებიდან თავს შორს დაიჭერს და პოლიტიკის კორექტირებას მოახდენს. იმავდროულად, დიდი ალბათობით, დღევანდელი მთავრობა ქვეყანას რუსეთთან ღია სამხედრო კონფლიქტში არ ჩააბამს, რაც ძალიან სურს როგორც დასავლეთს, ასევე ოპოზიციას, რომელსაც, როგორც ვთქვით, მთავრობის წარმატებები არ აწყობს. თუ საქართველო ომში ჩაებმება, ბუნებრივია, საომარ სიტუაციაში ეკონომიკის ზრდაზე ლაპარაკი ზედმეტი იქნება, დაეცემა ხელისუფლების რეიტინგი და ა.შ.

დიდი ალბათობით, ქართული ოცნება მინიშნებას მიიღებს, რომ თავი შორს დაიჭიროს რუსეთისგან და შეცვალოს თავისი პოლიტიკა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ დღევანდელი ხელისუფლება საკუთარ ქვეყანას რუსეთთან ღია კონფლიქტში შეიყვანს, როგორც ამას თავად დასავლეთი და ოპოზიცია საქართველოში აიძულებენ, მაგრამ მშპ-ს უპრეცედენტო ზრდის დავიწყება მოუწევს. ეს, თავის მხრივ, შეამცირებს მმართველი პარტიის ჯერ კიდევ კარგ რეიტინგს (25% ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის 6%-ის წინააღმდეგ) და გააძლიერებს რიგითი ქართველების აზრს, რომ არც ერთი დღევანდელი პარტია არ წარმოადგენს ხალხის ინტერესებს (ასე ფიქრობს გამოკითხულთა 61%. ).

საბოლოო შედეგი - როგორც მინიმუმი, ხელისუფლების მორიგი კრიზისი (თუმცა საქართველო ამას მიჩვეულია). როგორც მაქსიმუმი - მორიგი „ფერადი გადატრიალება და ის ყველაფერი, რითაც ჩვენ დღემდე გვაშინებენ - „მეორე ფრონტის“ გახსნა რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენს დროში არაფერი გამორიცხული არ არის.

წყარო: https://expert.ru/expert/2023/11/gruziya-mechty-o-nezavisimosti

მოამზადა სიმონ კილაძემ

tbilisi
თბილისის ქუჩები რომელთაც 9 ივნისს დენი გაეთიშებათ

ქსელში გადართვების გამო 9 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ისნის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ელიას მთის, კვალეთის, ფშავის, წურწუმიას, რაზიკაშვილის, მთავარანგელოზის, ჟონეთის, ნიაბის, სათემოს, განთიადის, თეძამის, საინგილოს, შაქრიანის, ლადო მესხიშვილის, გოლოვნის, გუმბროს, ალადაშვილის, კონსტანტინე ერისთავის, რუისპირის, ნასაკირალის, ოძისის, ერევნის, ხივინის, ობსერვატორიის, სევანის, ბეღლეთის, კიკეთის, ბეთანიის, ბზიფის, კვესეთის, მახათას, ლიანა ასათიანის, სამრეკლოს, ასათიანის, დმანისის, სომხეთის, გედევანიშვილის, მარტყოფის, ნიკიფორე ირბახის, იუსტინე აბულაძის, მარინე თბილელის, კაიშაურის, ახალუბნის, ნაქერალას, ბოროდინის, ნასაკირალის, ლაგოდეხის, ავთანდილ კვეზერელი-კოპაძის, გონაშვილის, დედოფლისწყაროს, ლადო მესხიშვილის, ცისკრის, ბადიაურის, ქურხულის, ახმეტის, ალიხანიანის, ფერიცვალების, ხერხეულიძის, თელავის, სევანის, ნიკოლოზ იზაშვილის, სართიჭალის და ფაღავას ქუჩების მოსახლეობას.   

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way