რუსული ჟურნალის „ექსპერტის“ (Эксперт) 13 მარტის მე-11 ნომერში გამოქვეყნებულია სარედაქციო სტატია სათაურით „ოცნება დამოუკიდებლობაზე: საქართველოში მშპ-ის არნახულ ზრდაზე ოცნება უნდა დაივიწყონ“.
„საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებისათვის „პრორუსულის“ დარქმევა რთულია. როგოც არ უნდა ეცადოს აშშ-ის სახდეპარტამენტი, ვერც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს ვერ უწოდებ „კრემლისაგან შთაგონებულს“, რომელმაც საქართველოს რამდენიმე ქალაქში, თბილისის ჩათვლით, მასობრივი უწესრიგობები გამოიწვია. მაგრამ ამის მიუხედავად, პროტესტების ორგანიზებაში რუსეთი მაინც დაადანაშაულეს: სწორედ მოსკოვი არყევს მეზობლის ნავს, რომ ხელი შეუშალოს საქართველოს ევროატლანტიკურ ოჯახში მიღებასო“, - ნათქვამია მასალაში და კითხვაა დასმული: „რა დაემართათ ისევ ქართველებს?“.
სტატიაში მოკლედაა მიმოხილული ის სამართლებრივი დოკუმენტი, რომელსაც ხშირად „უცხოური აგენტების“ კანონპროექტს უწოდებენ და აღნიშნულია, რომ ის ჰგავს როგორც ამერიკულ, ისე რუსულ ანალოგიურ აქტს, მაგრამ მთლიანობაში უფრო „რბილი ხასიათი აქვს“.
„თუ კანონპროექტს მიიღებული იქნებოდა, გასაგები გახდებოდა, ვის კმაყოფაზე არიან ქართული დამოუკიდებელი მასმედია და უცხოეთის რომელი ფონდებიდან იღებენ ფულს არასამთავრობო ორგანიზაციები. ოპოზიციის აღშფოთება გასაგებია - ის სწორედ ამ გრანტებით არსებობს, მაგრამ ძალიან უცნაურია დასავლეთის რეაქცია საქართველოს მთავრობის მოქმედებაზე, რომელიც ცდილობს უფრო გამჭვირვალე გახადოს საკუთარი შიდაპოლიტიკური მდგომარეობა. თუმცა,კაცმა რომ თქვას, გასაკვირი არაფერი არ არის. დემოკრატია და გამჭვირვალობა ვისაც როგორც სურს, ისე ესმის.
კანონი ხელისუფლებამ უკან გაიწვია, მაგრამ ოპოზიცია თავისას მაინც არ იშლის, რაღაც ახალ მიზეზებს იგონებს... გინდა-არგინდა, იბადება კითხვა: საერთოდ, მართლაც კანონშია საქმე? განა კანონით ქვეყნის საგარეოპოლიტიკური კურსი ირღვევა? საქართველოს დღევანდელ მთავრობას, რაც კი ხელისუფლებაშია, ქვეყანა პირდაპირი კურსით ევროკავშირისა და ნატოსაკენ მიჰყავს. რასაკვირველია, 2008 წლის გამოცდილების გათვალისწინებით, ცდილობს რუსეთი არ გააღიზიანოს.
სუბსიდიებმა, რომლებსაც დასავლეთი საქართველოს რეფორმების გასატარებლად აძლევდა, თბილისი საერთაშორისო სავალუტო ფონდზე, ევროკავშირზე და მსოფლიო ბანკზე დამოკიდებული გახადა, მაგრამ ამით ქვეყნის ეკონომიკა რატომღაც არ გაძლიერებულა. კორონავირუსის პანდემიის შემდეგ საქართველოს ძალან ესაჭიროებოდა ფული, რომლის მიღების შანსი 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ გაჩნდა - იმის წყალობით, რომ საქართველომ უარი თქვა ანტირუსული სანქციებისადმი მიერთებაზე, რუსი რელოკანტებისათვის და მათი კაპიტალის საქართველოში დაბანდებისათვის ხელსაყრელი რეჟიმი შექმნა [გარდა ამისა, გაფართოვდა ქვეყნის ტერიტორიის სატრანზიტო ფუნქციაც]. გასული წლის მარტიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოცულობაც - საქართველომ 2022 წელი მშპ-ის 10,3%-იანი ზრდით დაამთავრა.
მაგრამ, როგორჩ ჩანს, ქართულ ოპოზიციას ეროვნული ეკონომიკის წარმატებები არ ახარებს. ამჟამინდელ პროტესტებში ერთმანეთს შეერწყა ორი ფაქტორი: პირველი და ძირითადი - დასავლეთის მცდელობა უკარნახოს საქართველოს, რომ რუსეთზე ზეწოლა გააძლიეროს სანქციებისადმი შეერთებით და მეორე, ირიბი - ოპოზიციის სურვილი ისარგებლოს სიტუაციით, შორსმიმავალი მიზნების რეალიზებისათვის - მოამზადოს ნიადაგი 2024 წლის არჩევნებისთვის, რათა პოლიტიკურ ოპონენტებს (ხელისუფლებას) მთავარი კოზირი წაართვას - ქართული ეკონომიკის ზრდა.
სავარაუდოდ, „ქართული ოცნება“ მინიშნებას გააცნობიერებს: რუსული ნაპირებიდან თავს შორს დაიჭერს და პოლიტიკის კორექტირებას მოახდენს. იმავდროულად, დიდი ალბათობით, დღევანდელი მთავრობა ქვეყანას რუსეთთან ღია სამხედრო კონფლიქტში არ ჩააბამს, რაც ძალიან სურს როგორც დასავლეთს, ასევე ოპოზიციას, რომელსაც, როგორც ვთქვით, მთავრობის წარმატებები არ აწყობს. თუ საქართველო ომში ჩაებმება, ბუნებრივია, საომარ სიტუაციაში ეკონომიკის ზრდაზე ლაპარაკი ზედმეტი იქნება, დაეცემა ხელისუფლების რეიტინგი და ა.შ.
დიდი ალბათობით, ქართული ოცნება მინიშნებას მიიღებს, რომ თავი შორს დაიჭიროს რუსეთისგან და შეცვალოს თავისი პოლიტიკა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ დღევანდელი ხელისუფლება საკუთარ ქვეყანას რუსეთთან ღია კონფლიქტში შეიყვანს, როგორც ამას თავად დასავლეთი და ოპოზიცია საქართველოში აიძულებენ, მაგრამ მშპ-ს უპრეცედენტო ზრდის დავიწყება მოუწევს. ეს, თავის მხრივ, შეამცირებს მმართველი პარტიის ჯერ კიდევ კარგ რეიტინგს (25% ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის 6%-ის წინააღმდეგ) და გააძლიერებს რიგითი ქართველების აზრს, რომ არც ერთი დღევანდელი პარტია არ წარმოადგენს ხალხის ინტერესებს (ასე ფიქრობს გამოკითხულთა 61%. ).
საბოლოო შედეგი - როგორც მინიმუმი, ხელისუფლების მორიგი კრიზისი (თუმცა საქართველო ამას მიჩვეულია). როგორც მაქსიმუმი - მორიგი „ფერადი გადატრიალება და ის ყველაფერი, რითაც ჩვენ დღემდე გვაშინებენ - „მეორე ფრონტის“ გახსნა რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენს დროში არაფერი გამორიცხული არ არის.
წყარო: https://expert.ru/expert/2023/11/gruziya-mechty-o-nezavisimosti
მოამზადა სიმონ კილაძემ
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/