USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
თბილისი
ჟოზეპ ბორელი: ევროკავშირი ლუკაშენკოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აღიარებს - ბელარუსის ხელისუფლებასთან ურთიერთობების გადახედვას განვიხილავთ
თარიღი:  489

უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ბელარუსის ხელისუფლებასთან ურთიერთობების გადახედვის საკითხს განიხილავს იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირი ლუკაშენკოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აღიარებს.

„ბელარუსში სიტუაცია უარესდება. გრძელდება რეპრესიები მშვიდობიანი მანიფესტანტების წინააღმდეგ. დღეს ჩვენ ბელარუსი ხალხის მხარდაჭერისა და ბელარუსის ხელისუფლებასთან ჩვენი ურთიერთობების გადახედვის საკითხს განვიხილავთ. ჩვენ ლუკაშენკოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ ვაღიარებთ“, - განაცხადა ჟოზეპ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკებების დაწყებამდე.

მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ლუკაშენკომ ხმათა 80 პროცენტი მიიღო. დემონსტრაცია სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაშალეს.

17 აგვისტოს ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ქვეყანაში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება კატეგორიულად გამორიცხა და განაცხადა: „ვიდრე არ მომკლავთ, სხვა არჩევნები არ გაიმართება“. მან ასევე აღნიშნა, რომ განმეორებითი არჩევნების ჩატარება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ ქვეყნის კონსტიტუცია შეიცვლება.

წყარო:https://audiovisual.ec.europa.eu/

თბილისი
თელასი - სამგორის და ნაძალადევის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 22 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00  საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ),  ხიმშიაშვილის, ალილუევას, ურიდიას, კიკნაძის, მიქატაძის, მანჯგალაძის, სურგულაძის და დადიანის ქუჩების მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 V მიკრორაიონის, კახეთის გზატკეცილის, სამრეწველო დასახლების, აეროდრომის დასახლების, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, კალოუბნის, კაკლიანის,  გახოკიძის, ხომლელის, ჩოხელის, აბაშვილის, მაისურაძის, ბერიაშვილის, მირზაშვილის, თვალჭრელიძის, აბულაძის და თრიალეთის ქუჩების მოსახლეობას.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის