USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Tbilisi
ჟოზეფ ბორელი რუსეთზე: დღეს საღამოს შეხვედრაზე მივიღებთ პოლიტიკურ თანხმობას ყველაზე ძლიერ სანქციებზე, რაც კი ოდესმე მიგვიღია
Date:  540

ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა უკვე მოიწვია სამიტი. დღეს საღამოს შეხვედრაზე მივიღებთ პოლიტიკურ თანხმობას ყველაზე ძლიერ სანქციებზე, რაც კი ოდესმე მიგვიღია, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარმა, ჟოზეფ ბორელიმ რუსეთთან დაკავშირებით განაცხადა.

„ევროკავშირმა დიდი ძალისხმევა გასწია იმისთვის, რომ კრიზისი დიპლომატიური გზით მოგვარებულიყო, მაგრამ რუსეთმა ეს ძალისხმევა უგულებელყოო. პუტინი უნდა შეჩერდეს. ჩვენ მყარად ვიდგებით უკრაინელი ხალხის გვერდით. ჩვენ მათ მკაცრ პასუხს გავცემთ. ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა უკვე მოიწვია სამიტი. დღეს საღამოს შეხვედრაზე მივიღებთ პოლიტიკურ თანხმობას, ყველაზე ძლიერ სანქციებზე, რაც კი ოდესმე მიგვიღია. მოვუწოდებთ რუსეთს, ვითარების დეესკალაციისაკენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ღრმა იზოლაციაში მოექცევა“, - განაცხადა ბორელიმ.ა

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way