მივესალმები საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს შორის გუშინ მიღწეულ შეთანხმებას, ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური საფეხურია, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.
„პარლამენტის ყველა წევრს მოვუწოდებ, ხელი მოაწერონ დოკუმენტს, შეუერთდნენ პარლამენტის მუშაობას და იმუშაონ იმ მოწოდებით, რომ ევროკავშირის მედიაციით მიღწეული შეთანხმება შესრულდეს საქართველოს მოქალაქეებისა და ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობის გაღრმავებისთვის“, – წერს ბორელი „ტვიტერში“.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.