USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Тбилиси
ჟოზეფ ბორელი - ალექსანდრე ლუკაშენკოს ე.წ. ფიცის დადება და ახალი მანდატი ლეგიტიმური არ არის
дата:  861

ალექსანდრე ლუკაშენკოს „ფიცის დადება“ და ახალი მანდატი ლეგიტიმური არ არის, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი. ევროკავშირი გაყალბებულ შედეგებს არ ცნობს. შედეგად, 23 სექტემბერს გამართულ ე.წ. ფიცის დადება და ალექსანდრე ლუკაშენკოს ახალ მანდატს დემოკრატიული ლეგიტიმაცია არ გააჩნია და პირდაპირ ეწინააღმდეგება ბელარუსის მოსახლეობის დიდი ნაწილის ნებას“, - აცხადებს ჟოზეფ ბორელი.

общество
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати