USD 2.6229
EUR 3.0260
RUB 3.2340
თბილისი
ჟორდანიას სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთის მიმდებარედ სატრანსპორტო კვანძი მოეწყობა
თარიღი:  635
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსთან ერთად, კიდევ ერთ სატრანსპორტო კვანძს ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთის მიმდებარედ მოაწყობს.
პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდება გარე განათების ქსელი, დამონტაჟდება ენერგოეფექტური LED სანათები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სანიაღვრე ქსელს და გზის სავალ ნაწილს. დამონტაჟდება „ჭკვიანი“ შუქნიშნები, მოეწყობა უსაფრთხოების კუნძულები და ტროტუარები.
მიმდინარე სამუშაო პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.
„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. ეს არის კოსტა ხეთაგუროვის ქუჩისა დ სანაპიროს დამაკავშირებელი კვანძის მოწესრიგება. სამუშაოების შედეგად, არსებული მდგომარეობა მთლიანად შეიცვლება - ავტომობილით გადაადგილება დარეგულირდება შუქნიშნებით, რაც საგზაო მოძრაობას გაამარტივებს და გამტარუნარიანობას გაზრდის. გარდა ამისა, ქვეითებისთვის ეწყობა ზებრა გადასასვლელები, რომელთა საშუალებით სანაპიროსთან დაკავშირება იქნება შესაძლებელი; მოწესრიგდება ტროტუარები, დამონტაჟდება განათების ბოძები ლედ სანათებით, გამწვანდება კუნძულები, რომელზეც ახლა სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი მთლიანად დასრულდება აგვისტოში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, ქვეითთა უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის მტკვრის მარცხენა სანაპიროდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით უსაფრთხო საქვეითო კავშირი შეიქმნება.
სამუშაოების პროცესში საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად, ნაწილობრივ შეიზღუდება. პროექტის ჯამური ღირებულება ორი მილიონი ლარია.
ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ნინო ბაგაშვილი, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი დავით მაქაცარია, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს წევრები იმყოფებოდნენ.
 
მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის