USD 2.6042
EUR 2.9407
RUB 3.1195
Тбилиси
ჟიპიტაური — ChatGPT-ის ქართული ვერსია შეიქმნა! უკვე ესაუბრეთ?
дата:  1509

„მოდი, სანამ მაგას გავაკეთებთ, ხომ არ სჯობს, ახლავე ავიღოთ და მარტივად, ავტომატური თარგმნის სერვისები შევაწებოთ ერთმანეთს, გავუშვათ საიტი და აბა ვნახოთ, რა იქნება,“ — ასე დაიბადა Supernova-ს გუნდში ChatGPT-ის ქართული ვერსიის „ჟიპიტაურის“ შექმნის იდეა, რომელსაც თქვენთვის საინტერესო კითხვები უკვე თავადაც შეგიძლიათ დაუსვათ. ხოლო, თუ გაინტერესებთ, რას ეკითხებიან სხვები ChatGPT-ის ქართულ ვერსიას, ჟიპიტაურის Facebook ჯგუფსაც შეგიძლიათ ესტუმროთ.

 

ახლა კი „აბა ვნახოთ, რას გვთავაზობს დღეს ჟიპიტაური“. Supernova-ს თანადამფუძნებელი ზაალ გაჩეჩილაძე მარკეტერს სწორედ ამაზე ესაუბრა:

M: მოგვიყევით, როგორ გაჩნდა „ჟიპიტაურის“ შექმნის იდეა?

ჩვენთვის ChatGPT-ის გამოჩენა იმას ნიშნავს, რომ დასავლეთის ქვეყნებში ადამიანები კიდევ უფრო პროდუქტიულები გახდებიან, შესაბამისად, ჩვენს და მათ შორის უკვე არსებული სხვაობა კიდევ უფრო გაიზრდება, ჩვენი ქვეყანა მნიშვნელოვნად ჩამორჩება მათ, ამიტომ, საჭიროა, რაღაცა გავაკეთოთ, წინ დავიძრათ. მნიშვნელოვანია, ქართულენოვანი ინტერფეისიც არსებობდეს მსგავსი ინსტრუმენტების გამოსაყენებლად. სწორედ ასე გაჩნდა იდეა, რომ მოდი, ავიღოთ და დავიწყოთ მუშაობა მსგავს ქართულენოვან დიდ მოდელზე. მართალია, ამას საკმაოდ დიდი ინვესტიცია სჭირდება… მაგრამ სანამ ეგეთ რაღაცას მივაღწევთ ან გაიაფდება გამოთვლითი სიმძლავრეები და ჩვენც რაღაცებით დავეწევით, მონაცემებს მოვამზადებთ, გადავთარგმნით, ვიმუშავებთ ამ მიმართულებით, მანამდე უფრო მარტივადაც შეიძლება, რომ იგი ხელმისაწვდომი გავხადოთ. ეს იდეაც აქედან წამოვიდა, მე გავაჟღერე გადაცემაში, მერე კომპანიაში ითქვა. მოკლედ რომ გითხრათ, „ხვალვე გავუშვებთ“ ასეთი გეგმა გვქონდა. თუმცა, რა თქმა უნდა, მერე უკვე რაღაცები მოგვინდა, მაგალითად, დავფიქრდით, ლოგო როგორი უნდა ყოფილიყო, რაღაც დეტალებში მაინც ჩავედით, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი გეგმა მხოლოდ საიტის სწრაფად გაშვება იყო. შეფასებების საშუალებაც მივეცით მომხმარებლებს, ტექსტების ბაზაში შენახვაც გადავწყვიტეთ… ეს ყველაფერი უფრო განივრცო და ამიტომაც დასჭირდა ამის გაკეთებას რამდენიმე დღე. 

M: რა ეტაპზეა ახლა „ჟიპიტაური“?

ახლა ვაგროვებთ შეტყობინებებს, ადამიანები რომ ელაპარაკებიან „ჟიპიტაურს“, შეფასებებსაც ვინახავთ, რაც დაგვეხმარება, განვსაზღვროთ, როგორ მუშაობს ავტომატური თარგმნის სერვისი, რათა აღმოვაჩინოთ თარგმნის ნაკლოვანებები. შევეცდებით, მაქსიმალურად ჩავრთოთ დეველოპერები სხვადასხვა კომპანიიდან, ფრილანსერები და ა. შ. იმისათვის, რომ დაგვეხმარონ მის შექმნაში და ასევე, თავადაც შეძლონ მისი გამოყენება სხვა სერვისებზე გაცილებით მარტივად და იაფად. შემდეგი ეტაპი ისაა, რომ ამოვიცნოთ, რას აკეთებს და ვერ აკეთებს სისტემა კარგად, რათა დავხვეწოთ კონკრეტული მიმართულებები. 

M: შეგვიძლია თუ არა ჟიპიტაურს ChatGPT-ის ქართული ვერსია ვუწოდოთ?

შეგვიძლია ვუწოდოთ… მოდელს, რომელიც მუშაობს ChatGPT-ის უკან, ნასწავლი აქვს დიალოგური მონაცემები და შეფასების ტექნიკას ითვალისწინებს — ადრეულ ეტაპზე ადამიანებმა ChatGPT-ის რამდენიმე ვარიანტიდან საუკეთესო ამოირჩიეს და მერე უკვე ეს მონაცემები გამოიყენეს ე. წ. Reinceforment learning მეთოდისთვის, რომელიც ზუსტად მსგავსი ტიპის მონაცემებზე მუშაობს, ადამიანის დახმარებით სწავლობს, ადამიანი აწვდის ინსტრუქციას, თუ რა არის კარგი და რა, არა და ასე მივიდა იგი დღევანდელ ChatGPT-მდე. ჩვენ GPT-3-ს ახლა იმ სახით ვიყენებთ, როგორიც არის. მართალია, ChatGPT-ის ხარისხობრივად მაგ ნაწილში ჩამორჩება ჩვენი ქართული ვარიანტი, ასევე თარგმანებშიც, მაგრამ ზუსტად ამგვარი ნაკლოვანებების ამოსაცნობად გავუშვით რეალურად ეს პროექტი. 

M: ამ ეტაპისთვის „ჟიპიტაურს“ ყველა კითხვაზე აქვს პასუხი? 

ვფიქრობ, აქვს, მაგრამ სწორია თუ არა ეს პასუხი, ფაქტებს ეფუძნება თუ არა, მაგ დონეზე არ უნდა ვენდოთ, ზუსტად ისე, როგორც ChatGPT-ის. ეს ჩვენი დაწერილი პასუხები არ არის, ჩვენ უბრალოდ ვთარგმნით, ეს არის OpenAI-ის GPT-3 მოდელი, რომელსაც წაკითხული აქვს ინტერნეტის დიდი ნაწილი, რომელზე დაყრდნობითაც აგენერირებს პასუხს. აქ ისე უნდა ვიფიქროთ, როგორც რაღაცის „დაგუგვლისას“ — როცა Google-ში ინფორმაციის მოძიებას დაიწყებ, მიღებული შედეგები არ ნიშნავს, რომ რაიმე ფაქტებს ეფუძნება, მართალი ან რამენაირად საგულისხმოა. მარტივად რომ ვთქვათ, მას წაკითხული აქვს ბევრი ტექსტი და ამ ტექსტის სხვადასხვა ნაწილებს აბამს ერთმანეთს ისე, რომ კარგად იკითხებოდეს, მაგრამ არ არის ფაქტი, ამიტომ მართალია თუ ტყუილი, ასე ბრმად არ უნდა დაიჯეროთ. მაგალითად, გვეკითხებოდნენ „ვინ დაიწყო რუსეთ-საქართველოს ომი?“ და ეს მოდელი სცემდა არასწორ პასუხს, რომ საქართველომ დაიწყო, მაგრამ როგორც კი მიწერდი, „ვინ არის დამნაშავე 2008 წლის ომში?“, ამბობდა, რომ რუსეთია დამნაშავე…. ანუ ფორმულირებასაც აქვს მნიშვნელობა და პასუხზე ისიც ზემოქმედებს, თუ რაზე ესაუბრებოდი მანამდე. ამიტომ, ჩვენ თითოეულ პასუხზე თავიდანვე დავამატეთ like/dislike ღილაკები ზუსტად იმისათვის, რომ ყველას შეეძლოს მიუთითოს სისტემას, რა არის სწორი და რა, არა. 

M: რატომ აირჩიეთ სახელი „ჟიპიტაური“? 

უბრალოდ იმიტომ, რომ ქართულია და GPT-ს ჰგავს, მეტი არაფერი. ვიღაცებმა დაწერეს, ახლა მივხვდი, რატომ ჰქვია ჟიპიტაური, მთვრალი ადამიანივით სისულელეებს ლაპარაკობსო… ეგ გამიზნულად არ გაგვიკეთებია, მაგრამ კარგად ჯდება… 

M: რა გეგმები აქვს დღეს ChatGPT-ის ქართულ ვერსიას?

მოკლევადიანი გეგმა უფრო კარგი, დახვეწილი თარგმნის ავტომატიზებული სერვისების შექმნაა ქართულ ენაზე, ქართული, ინგლისური, ამ გადმოსახედიდან მინდა, რომ მეგრულიც დავამატოთ. დავხვეწოთ ენობრივი მოდელი, მაგალითად, ChatGPT-ის ნასწავლი აქვს მონაცემები ბევრ ენაზე, მათ შორის ქართულზეც, მაგრამ ძალიან ცოტაა… რა თქმა უნდა, იქ არავის მიუქცევია ყურადღება ქართული სივრციდან, რა რესურსები შევიდოდა. ჩვენ კი ამას გავაკეთებთ, ავიღებთ ქართულ ინტერნეტს, „გავწმენდთ“ ტექსტებს, ავიღებთ ნათარგმნ მასალებს, ინგლისურენოვან მონაცემებს და გადმოვთარგმნით ქართულად. მსგავს ინიციატივებს დავძრავთ იმისათვის, რომ უპირველესად, ქართულ-ინგლისური „დატასეტი“ მოვამზადოთ, როგორც ამას მონაცემთა მეცნიერები ეძახიან. და მერე უკვე ექსპერიმენტებს ჩავატარებთ… შევადარებთ, აპლიკაციებს შორის თარგმნის ხარისხს, ვგეგმავთ, რომ 100-ჯერ მაინც გავაუმჯობესოთ და 10-ჯერ უკეთესი სერვისიც გავხადოთ, რომელიც მომხმარებელთა ნდობას მოიპოვებს. ახლა მნიშვნელოვანი ისაა, რომ თარგმნის პროდუქტიულობა გავზარდოთ, რაც მოგვცემს საშუალებას ამ მოდელმა მარტო თარგმანი კი არ აიღოს საკუთარ თავზე, არამედ არსებული ქართულენოვანი ცოდნაც აითვისოს. რაღაც ფაქტები ხომ იცის, მაგრამ ასევე სტილისტური ცოდნაც შეიძინოს, მაგალითად, შეძლოს შემდეგი ბრძანების შესრულება: „გადააკეთე ელ.ფოსტა ლექსად გალაქტიონის სტილში“.

M: რა შემთხვევაში ჩათვლით პროექტს წარმატებულად?

თუ მომხმარებლები პასუხებს შეაფასებენ, მაშინ წარმატებული იქნება, რადგან იმ მიზნით გავუშვით, რომ ადამიანების აზრები მოვაგროვოთ, თუ რამდენად კარგ ან ცუდ პასუხებს აბრუნებს სისტემა. უფრო შორეული მიზანი კი ის არის, რომ ChatGPT-ს მსგავსი ქართულენოვანი ჩეტბოტი არსებობდეს, რომელიც თარგმანზე არ იქნება დაფუძნებული და თვითონ თავის თავშივე ექნება ენობრივი სტილის ცოდნა, ფაქტების ცოდნა და დაგვეხმარება ვიყოთ უფრო პროდუქტიულები…

წყარო: https://www.marketer.ge

мир
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати