საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ახალ პრემიერ-მინისტრად ჟან კასტექსი დაასახელა
ჟან კასტე (Jean Castex) ამ დრომდე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
კასტეს შედგენილია ქვეყნის « კორონავირუსის პანდემიიდან გამოსვლის და ეკონომიკის აღორძინების პროგრამა » რომლის მიხედვითაც საფრანგეთი ეტაპობრივად გამოდის « საგანგებო მდგომარეობიდან »
«რესპუბლიკის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე წარადგინა ჟან კასტე და დაავალა ახალი მთავრობის კაბინეტის ფორმირება»- ნათქვამია « ელისეს სასახლის » მიერ გავრცელებულ განცხადებაში
ჟან კასტე ამავდროულად იკავებს აღმოსავლეთ-პირენეს დეპარტამანტის პატარა ქალაქ პრადეს მერის თანამდებობას.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.