USD 2.6936
EUR 3.1394
RUB 3.3040
Тбилиси
ჟაკ ფრანსუა გამბა საფრანგეთის კონსული თბილისში (1820-24 ) -ეს ქალაქი ევროპასა და აზიას შორის საკვანძო ადგილად შეიძლება ჩაითვალოს
дата:  1031

ჟაკ ფრანსუა გამბა

ფრანგი მოგზაური და ვაჭარი საფრანგეთის კონსული თბილისში 1820-24 წლებში გამბა წერს:

„აქლემებისა და ცხენების განუწყვეტელი შემოსვლა ქალაქში და მათი აქედან გასვლა... სხვადასხვა შორეულ ქვეყნებიდან შემოსული საქონლის ტრანსპორტი − ყოველივე ეს განსაკუთრებულ იერს აძლევს და სიცოცხლით ავსებს ამ თავისებურ სასტუმროებს (ქარვასლებს), სადაც ესოდენ განსხვავებული ენებისა და ქვეყნების ვაჭრები, თითქოს ერთ რაღაც თემში გაერთიანებულნი ცხოვრობენ...

სამივე ქარვასლა შუა ბაზარშია განლაგებული. ბაზარი მრავალ ქუჩად და მოედნად იყოფა და მუდამ სავსეა მოსეირნეებით. მანუფაქტურული მრეწველობის თითოეულ დარგს ბაზარში ცალკე უბანი აქვს მიჩენილი... ეს ქალაქი ევროპასა და აზიას შორის საკვანძო ადგილად შეიძლება ჩაითვალოს“.

Тбилиси
აწყურის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში ფართომასშტაბიანი გამწვანების სამუშაოები განახორციელდა
გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, აწყურის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში ფართომასშტაბიანი გამწვანების სამუშაოები განახორციელა.
 დაახლოებით 2 000 კვ.მ ფართობზე, 55-მდე თარგი გამწვანდა, სადაც:
  •  მოეწყო სარწყავი სისტემა
  •  შევიდა 850 კუბური მეტრი ნოყიერი მიწის ნაზავი და 17 კუბური მეტრი მულჩი
  •  დაირგო 2 213 ძირი სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი
  •  800 კვ.მ ფართობზე დაიგო ბალახი
 გამწვანების სამუშაოები მიზნად ისახავს ქუჩის ვიზუალური და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати