USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
ზღვისუბნის მესამე მიკრორაიონში 135 ათასი ლარის ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა
Date:  

ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ზღვისუბნის მესამე მიკრორაიონში, მე-5 კვარტალი, მე-15 კორპუსის მიმდებარედ, 1 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. საგზაო სამუშაოებამდე, სრულად შეიცვალა წყალარინების ქსელი. უახლოეს მომავალში დაგეგმილია საცხოვრებელი კორპუსის ბრტყელი სახურავით გადახურვა.

შესრულებული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ კორპუსის მცხოვრებლებთან ერთად დაათვალიერა.

მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლისა და ასფალტის საფარის მოსაწყობად, ნაძალადევის გამგეობის ბიუჯეტიდან, ჯამში, 135 135 ლარი დაიხარჯა.

society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way