ზღვისუბნის მე-4 მიკრორაიონის N3ა კორპუსში წყალარინების ქსელი იცვლება
ნაძალადევის რაიონში კორპუსების კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ზღვისუბნის მე-4 მრ-ის N3ა საცხოვრებელ კორპუსში წყალარინების გარე და შიდა, ჯამში, 113 გრძივი მეტრი, ასევე, სასმელი წყლის 65 გრძივი მეტრი ქსელი იცვლება. გარდა ამისა, მონტაჟდება ხუთი საკომუნიკაციო ჭა.
მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლის შემდეგ, გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახური მისამართზე ასფალტის საფარს დააგებს.
პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში 34 610 ლარია გათვალისწინებული.