USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
ზღვისუბნის მე-3 მიკრორაიონში, პირველი კვარტლის მე-16 კორპუსთან ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო
Date:  
ზღვისუბნის მე-3 მიკრორაიონში, პირველი კვარტლის მე-16 კორპუსთან ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო.
 
ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ზღვისუბნის მე-3 მიკრორაიონში, პირველი კვარტლის მე-16 კორპუსთან 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. მოწესრიგდა ეზო და მოეწყო ბორდიურები.
 
პროექტის განხორციელებამდე აღნიშნულ მისამართზე სრულად შეიცვალა წყალარინების ქსელი.
 
საგზაო სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 50 000 ლარი გამოიყო.
 
tbilisi
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way