USD 2.6998
EUR 3.1032
RUB 3.3315
Tbilisi
ზღვისუბნის მე-3 და მე-4 მიკრორაიონებში წყალარინების ქსელი იცვლება
Date:  632

ნაძალადევის რაიონში კორპუსების კეთილმოწყობის სამუშაოები გრძელდება. ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ზღვისუბნის მესამე მიკრორაიონი, მეოთხე კვარტალი, N57 კორპუსში წყალარინების გარე 39 და შიდა 94 გრძივი მეტრი ქსელი იცვლება. ასევე, 24 გრძივ მეტრზე იცვლება სასმელი წყლის სისტემა და მონტაჟდება საკომუნიკაციო ჭა.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს ზღვისუბნის მეოთხე მიკრორაიონის N7 კორპუსშიც, სადაც წყალარინების გარე 55 და შიდა 138 გრძივი მეტრი ქსელი იცვლება. მონტაჟდება 3 საკომუნიკაციო ჭა.

პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 40 000 ლარი არის გათვალისწინებული.

World
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way