USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Tbilisi
ზღვისუბნის დასახლებაში წყალარინების მოძველებული ქსელი ახლით შეიცვალა.
Date:  669
ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონის II კვარტალში N32ა და ბ კორპუსების მიმდებარედ, საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი 1 650 კვ.მ ფართობზე დაიგო. გზის რეაბილიტაციამდე წყალარინების მოძველებული ქსელი ახლით შეიცვალა.
 
დასრულებულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე გაეცნო და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა.
 
„ზღვისუბნის ამ მისამართზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა. საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, წყალარინების მოძველებული ქსელი ახლით შეიცვალა. აღნიშნული პროექტით ეზო სრულად მოწესრიგდა. შედეგად ინფრასტრუქტურული პრობლემა 157 ოჯახს მოუგვარდა. ადგილობრივ მცხოვრებლებს გადაადგილებასთან დაკავშირებული დისკომფორტი აღარ შეაწუხებთ“, - განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.
 
საგზაო სამუშაოების ღირებულება 90 000 ლარია. აღნიშნულ მისამართზე განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ჯამში, ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 170 000 ლარი დახარჯა.
World
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way