USD 2.6229
EUR 3.0260
RUB 3.2340
Tbilisi
ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მ/რ-ის მე-5 კვარტლის N6ა კორპუსის მიმდებარედ სკვერი ეწყობა
Date:  631
ზღვისუბნის დასახლებაში კიდევ ერთი სკვერი ეწყობა.
 ნაძალადევის რაიონს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატება. ამჯერად, სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მ/რ-ის მე-5 კვარტლის N6ა კორპუსის მიმდებარედ ეწყობა.
პროექტის მიხედვით, 600 კვ.მ ფართობზე ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები შესრულდება, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები, დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე.
მისამართზე პირველ ეტაპზე განხორციელდა მოსახლეობის მიერ ქაოსურად შემოსაზღვრული ტერიტორიების გათავისუფლება და ავტოფარეხების დემონტაჟი. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ტრენაჟორების მონტაჟი; უკვე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, სარწყავი სისტემა და ელექტრო გაყვანილობის ქსელი.
მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერა.
აღნიშნული სკვერის კეთილმოწყობისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტში 250 000 ლარია გათვალისწინებული.
World
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way