USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონის, მე-4 კვარტალში გრუნტის დამჭერი კედლის ნაწილი მოეწყო
თარიღი:  653
ნაძალადევის რაიონში გზის დამჭერი კედლების მშენებლობა გრძელდება.
ამჯერად, კიდევ ერთი საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის IV კვარტალში მიმდინარეობს.
პროექტის თანახმად, ტერასულად, ორი იარუსი - 150 მეტრი სიგრძისა (თითო 75 მ) და 12 მეტრი სიმაღლის (თითო 6 მ) გრუნტის დამჭერი კედელი მოეწყობა.
ამ ეტაპზე, კედლის პირველი იარუსის ნაწილი დასრულებულია. დამონტაჟდა უსაფრთხოების მოაჯირიც. აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 350 000 ლარი დაიხარჯა.
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის