USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
ზღვისუბნის დასახლებაში ასფალტის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს
дата:  170
მესამე მიკრორაიონის მე-5 კვარტლის N22 კორპუსთან ასფალტის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.
 
ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლდა.
 
ზღვისუბნის დასახლებაში, მესამე მიკრორაიონის, მე-5 კვარტლის N22 კორპუსის მიმდებარედ 900 კვ.მ ფართობზე ასფალტის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.
წესრიგდება ეზო და ეწყობა ბორდიურები.
 
საგზაო სამუშაოების დაწყებამდე აღნიშნულ მისამართზე შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები.
 
პროექტს ნაძალადევის რაიონის გამგეობა აფინანსებს, რისთვისაც ბიუჯეტში 65 000 ლარია გათვალისწინებული.
Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати