USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
ზღვისუბანში კიდევ ერთი მრავალსართულიანი შენობის აივნების რეაბილიტაცია განხორციელდა
Date:  854
ნაძალადევის რაიონში მრავალსართულიანი შენობის ამორტიზებული აივნების გამაგრების სამუშაოები გრძელდება.
 
ამჯერად, საერთო სარგებლობის აივნის სრული რეაბილიტაცია ზღვისუბნის მე-10 კვარტლის N27 კორპუსში განხორციელდა.
 
პროექტის მიხედვით, 108 კვ.მ ფართობზე რკინა-ბეტონის აივანი მოეწყო და ლითონის მოაჯირები დამონტაჟდა, ასევე, შესრულდა გადახურვის სამუშაოები.
პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 66 250 ლარი დაიხარჯა.
society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way