USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
ზღვისუბანში გზის დამჭერი საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს
თარიღი:  
ზღვისუბანში, რომელაშვილის ქუჩის მიმდებარედ გზის დამჭერი საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 100 მ სიგრძის კედელი შენდება.
სამუშაო პროცესს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხელაძესთან ერთად გაეცნო.
„რომელაშვილის ქუჩაზე გამაგრების სამუშაოები ოთხ ეტაპად მიმდინარეობს. უახლოეს დღეებში მშენებლობის მეორე ეტაპი დასრულდება, რის შემდეგაც საგზაო მოძრაობა ნაწილობრივ აღდგება. ბოლო ეტაპის სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, გზის სავალი ნაწილი სრულად გაიხსნება და ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემები აღარ შეაწუხებს. ასევე, საყრდენი კედლის მოწყობის დასრულების შემდეგ, ლითონის დამცავი ღობე დამონტაჟდება“, - განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.
აღნიშნულ მისამართზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესასრულებლად ნაძალადევის რაიონის გამგეობას ბიუჯეტში 800 060 ლარი აქვს გათვალისწინებული.
 
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის