USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
ზეთი და კარაქი 36%-ით გაძვირდა, კვერცხი - 8.5%-ით, პურპროდუქტები კი - 7.7%-ით
Date:  840

 

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მარტში ინფლაცია 7.2%-მდე გაიზარდა, რაც 2019 წლის შემდგომ ინფლაციის მაქსიმალურ მაჩვენებელს წარმოადგენს. ანგარიშიდან ირკვევა, რომ მარტში წლიურ ჭრილში სასურსათო პროდუქტებიდან ყველაზე მკვეთრად - 35.8%-ით ზეთის და ცხიმის ფასი გაიზარდა. 13%-ით გაიზარდა ტკბილეულის ღირებულება პურის და პურპროდუქტების ფასი კი წლიურ ჭრილში 7.7%-ით არის გაზრდილი.

მთლიანად სასურსათო ჯგუფის ფასის მატება 5.7%-ს შეადგენს.

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.7 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.86 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (35.8 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (13.7 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (13.0 პროცენტი), თევზეული (12.2 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (8.5 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (7.7 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (5.0 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (4.0 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-8.6 პროცენტი) და ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-12.0 პროცენტი);

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 7.6 პროცენტიანი მატება, რაც 1.24 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (7.9 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (7.8 პროცენტი) და წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (4.5 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 13.6 პროცენტით, რაც 1.03 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (21.3 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (12.0 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.8 პროცენტით, რაც 0.77 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (8.8 პროცენტი);

ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 12.0 პროცენტიანი მატება, რაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0.67 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საოჯახო საფეიქრო ნაწარმი (17.4 პროცენტი), მინის ჭურჭელი, მაგიდის და საოჯახო ჭურჭელი (16.4 პროცენტი), ინსტრუმენტები, მოწყობილობა და ტექნიკა სახლისა და ბაღისთვის (14.2 პროცენტი), გამათბობელი და საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობა, მაცივრები, საყინულეები, სარეცხი მანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო საგნები, დაყენებისა და რემონტის ჩათვლით (12.2 პროცენტი), ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება (11.0 პროცენტი), ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი და რემონტი (9.6 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 8.9 პროცენტიანი მატება. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.56 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (12.1 პროცენტი), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (6.2 პროცენტი).

 

tbilisi
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way