ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, თოვლის სახით მოსული უხვი ნალექისგან ქალაქისა და სოფლის გზების გაწმენდა აქტიურად მიმდინარეობს.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თოვლის საფარისგან გზის გაწმენდის სამუშაოები მეორე სვირსა და კვალითის ადმინისტრაციულ ერთეულებში მუნიციპალიტეტის მერმა- ვასილ გველესიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მოდებაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
„გვაქვს კონტროლირებადი სიტუაცია. სოფლებს 5 ერთეული, ხოლო ქალაქის ტერიტორიას ვამუშავებთ 3 ერთეული ტექნიკით. რაიმე საშიშროება არ გვემუქრება, ყველა მისასვლელი გზა გაიწმინდება“, - აღნიშან ვასილ გველესიანმა.