USD 2.6359
EUR 3.0128
RUB 3.4331
Tbilisi
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ქალაქისა და სოფლის გზების გაწმენდა აქტიურად მიმდინარეობს
Date:  654

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, თოვლის სახით მოსული უხვი ნალექისგან ქალაქისა და სოფლის გზების გაწმენდა აქტიურად მიმდინარეობს.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თოვლის საფარისგან გზის გაწმენდის სამუშაოები მეორე სვირსა და კვალითის ადმინისტრაციულ ერთეულებში მუნიციპალიტეტის მერმა- ვასილ გველესიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მოდებაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

„გვაქვს კონტროლირებადი სიტუაცია. სოფლებს 5 ერთეული, ხოლო ქალაქის ტერიტორიას ვამუშავებთ 3 ერთეული ტექნიკით. რაიმე საშიშროება არ გვემუქრება, ყველა მისასვლელი გზა გაიწმინდება“, - აღნიშან ვასილ გველესიანმა.

World
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way