სეტყვამ ზესტაფონის და ბაღდათის მუნიციპალიტეტების სოფლებში პრობლემები შექმნა.
ძლიერმა სეტყვამ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ხეხილი და ვენახები გაანადგურა. დატბორილია რამდენიმე სახლის ეზო.
ადგილობრივების ინფორმაციით, სეტყვა რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. ამ დროისთვის, წვიმაა იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში.
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.