USD 2.6315
EUR 3.0089
RUB 3.3609
თბილისი
ზემო და ქვემო სვანეთის დამაკავშირებელი 16 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა - პროექტი ₾27.9 მლნ დაჯდა
თარიღი:  543

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზემო და ქვემო სვანეთის დამაკავშირებელი, საერთო ჯამში, 16-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. განახლებული გზა ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის მიმართულებაზე, ორი პროექტის ფარგლებში განხორციელდა და მოიცავს კმ178-დან კმ185-მდე და კმ186-დან კმ192-მდე მონაკვეთებს.

"სამუშაოების შედეგად, მოეწყო ცემენტ-ბეტონის ახალი საფარი, დამონტაჟდა საგზაო უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა, ასევე მოწესრიგდა მისასვლელი გზა ზაგაროს უღელტეხილზე მდებარე ეკლესიასთან.

ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის და ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზები ერთმანეთს ზაგაროს უღელტეხილზე, მესტიისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე უკავშირდება. ეს გზები ერთიანდება ყველაზე მოკლე მარშრუტში, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს რაჭა-ლეჩხუმს, ქვემო და ზემო სვანეთს, რაც საგრძნობლად ამცირებს მგზავრობის დროს.

განახლებული გზა მნიშვნელოვანი სტიმულია როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვის. ის ზრდის მთიანი რეგიონების ეკონომიკურ, ტურისტულ და საკურორტო პოტენციალს.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსდა და მისი საერთო ღირებულება 27.9 მილიონი ლარია", - იტყობინება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

მსოფლიო
ამერიკის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ ირანზე იერიშები განაახლეს

ამერიკის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ ირანზე იერიშები განახლდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ საჰაერო დარტყმები, რომლებიც უკვე მეხუთე ღამეა ხორციელდება, ირანის სამხედრო შესაძლებლობების დაქვეითებას ისახავს მიზნად.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ ობიექტზე მიიტანეს იერიში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის