USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Tbilisi
ზელენსკისა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარში ილონ მასკიც მონაწილეობდა, რომელმაც უკრაინის პრეზიდენტი დაარწმუნა, რომ Starlink სატელიტებით გააგრძელებს უკრაინის დახმარებას
Date:  518

ბოლო ორი თვის განმავლობაში ტრამპსა და ზელენსკის შორის პირადი საუბრები გარკვეულწილად უფრო იმედისმომცემი იყო უკრაინელებისთვის, - ამის შესახებ გამოცემა Axios ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომლებიც ტრამპსა და ზელენსკის შორის 6 ნოემბრის სატელეფონო საუბრის დეტალებს იცნობენ.

წყაროების ცნობით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტად არჩეულ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი დაახლოებით 25 წუთს გაგრძელდა. ზელენსკიმ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, ხოლო ტრამპმა აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს, თუმცა დეტალებში არ შესულა.

წყაროების ინფორმაციით, ზელენსკიმ ჩათვალა, რომ საუბარმა კარგად ჩაიარა და ტრამპის გამარჯვებაზე აღელვება არ გაუზრდია. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ტრამპთან საუბარმა „ზელენსკი სასოწარკვეთის გრძნობით არ დატოვა“.

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ზელენსკიმ პოზიტიურ ნიშნად ჩათვალა თავად ის ფაქტიც, რომ დონალდ ტრამპის არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ მათი სატელეფონო საუბარი ასე მალე შედგა.

წყაროების ასევე აღნიშნავენ, რომ ზელენსკისა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარში ილონ მასკიც მონაწილეობდა, რომელმაც უკრაინის პრეზიდენტი დაარწმუნა, რომ Starlink სატელიტებით გააგრძელებს უკრაინის დახმარებას.

გამოცემა აღნიშნავს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ახლა გზებს ეძებს, რომ უკრაინას რაც შეიძლება მეტი სამხედრო დახმარება მიაწოდოს 20 იანვრამდე, როდესაც ტრამპის ინაუგურაცია შედგება. ამავდროულად, წყაროების ცნობით, ბოლო ორი თვის განმავლობაში ტრამპსა და ზელენსკის, ისევე როგორც მათ გუნდებს შორის, პირადი საუბრები გარკვეულწილად უფრო იმედისმომცემი იყო უკრაინელებისთვის.

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way