უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თუ რუსეთი ე.წ. „რეფერენდუმების“ შედეგებს აღიარებს, მაშინ პუტინთან სალაპარაკო არაფერი იქნება.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი რეგულარულად არღვევს საერთაშორისო სამართლებრივ წესრიგს და ესკალაციის პროვოცირებას ახდენს.
„ყველამ იცის, რომ ფსევდორეფერენდუმის შედეგები წინასწარ იყო მომზადებული. ყალბი პასპორტები ეძლევათ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს. ტერიტორიის ანექსია არის გაეროს წესდების ყველაზე სასტიკი დარღვევა, ისევე როგორც სხვა სახელმწიფოს ტერიტორიის მოპარვის მცდელობა“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„ამის შეჩერების მხოლოდ ერთი გზა არსებობს. პირველი, რუსეთის სრული იზოლაცია. ეს სახელმწიფო ვერ დარჩება [გაეროს] უშიშროების საბჭოს წევრად ვეტოს უფლებით. რუსეთი უნდა გარიცხონ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციიდან. თუ ასეთი გარიცხვა პროცედურული თვალსაზრისით რთულია, მაშინ აუცილებელია მისი მონაწილეობის შეჩერება“, - აღნიშნა მან.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.