USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
თბილისი
ზელენსკი ტრამპთან სატელეფონო საუბრის შესახებ - ჩვენ შეერთებულ შტატებთან ერთად ვგეგმავთ ჩვენს მომავალ ნაბიჯებს რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად
თარიღი:  408

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელსი აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან გამართულ სატელეფონო საუბარს ეხმაურება.

„შინაარსიანი სატელეფონო საუბარი მქონდა დონალდ ტრამპთან. ჩვენ დიდხანს ვისაუბრეთ მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობებზე, განვიხილეთ ჩვენი მზადყოფნა ერთად ვიმუშაოთ ჩვენი გუნდების დონეზე და უკრაინის ტექნოლოგიურ შესაძლებლობებზე. მადლიერი ვარ პრეზიდენტი ტრამპის, რომ მას სურს თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა.

ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ჩემს შეხვედრაზე [აშშ-ის ხაზინის მდივან] სკოტ ბესენტთან და უსაფრთხოების, ეკონომიკური თანამშრომლობისა და რესურსების სფეროში პარტნიორობის შესახებ ახალი დოკუმენტის მომზადებაზე. პრეზიდენტმა ტრამპმა პუტინთან საუბრის დეტალები გამიზიარა.

არავის სურს მშვიდობა უკრაინაზე მეტად. ჩვენ შეერთებულ შტატებთან ერთად ვგეგმავთ ჩვენს მომავალ ნაბიჯებს რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად და მდგრადი, საიმედო მშვიდობის უზრუნველსაყოფად. როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა - „მოდით, ეს გავაკეთოთ!“ - აღნიშნა ზელენსკიმ.

თავის მხრივ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის ლიდერთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

„ახლახან ვესაუბრე უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის. სატელეფონო საუბარი ძალიან კარგად წარიმართა. მას, როგორც პრეზიდენტ პუტინს, სურს მშვიდობის მიღწევა. ჩვენ განვიხილეთ ომთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი, მაგრამ ძირითადად საუბარი შეეხო პარასკევს მიუნხენში დაგეგმილ შეხვედრას, რომელსაც დაესწრებიან ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი და სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო. ვიმედოვნებ, რომ ამ შეხვედრის შედეგები პოზიტიური იქნება. დროა შეწყდეს ეს აბსურდული ომი, რომელმაც უზარმაზარი და სრულიად არასაჭირო მსხვერპლი და ნგრევა გამოიწვია. ღმერთმა დალოცოს რუსი და უკრაინელი ხალხი!“ - განაცხადა ტრამპმა.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის