USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
ზელენსკი პუტინმა ჩემი, ჩემი ოჯახის და გარემოცვის მკვლელობის ბრძანება გასცა
თარიღი:  

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მზად არ არის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სასაუბროდ, რადგან ის ფაშისტი და სადისტია.

აფრიკულ მედიასთან ინტერვიუში ზელენსკიმ გაიხსენა, რომ როდესაც რუსული ძალები შეიჭრნენ უკრაინაში და გაემართნენ კიევისკენ, უკრაინის ხელისუფლებამ უარი თქვა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარზე მისი ულტიმატუმების საფუძველზე. "როდესაც მან ჩემი, ჩემი ოჯახის და გარემოცვის მკვლელობის ბრძანება გასცა, ჩვენ ვთქვით, რომ ეს ულტიმატუმიც არ გაუვიდოდა", - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ყველა მზად იყო მიეღო, რომ ომის დასრულება შესაძლებელი იყო დიპლომატიის გზით უკრაინის სუვერენიტეტის პატივისცემით, მაგრამ ბუჩას გათავისუფლების შემდეგ ყველამ ნახა ნაწამები მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი ძალადობრივი მკვლელობების კვალი. "ვინ არის მზად ამ მანიაკთან სალაპარაკოდ? და შემდეგ ჩვენ ვთქვით, რომ დადგებოდა დრო და ომი მაინც დიპლომატიური გზით დამთავრდებოდა, მაგრამ ამ კაცთან საუბარი - ბოდიში, მას ხელები იდაყვებამდე სისხლში აქვს", - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსული არმია დატყვევების ისეთივე გზებს იყენებს, როგორიც ნაცისტურმა გერმანიამ გამოიყენა, მაგრამ პუტინმა კიევი ვერ აიღო.

„ყველა სოფელში, რომლის დეოკუპაცია განვახორციელეთ, იყო ნაწამები უკრაინელების მასობრივი საფლავები, ყველაში, გამონაკლისის გარეშე და ყოველ ნაბიჯზე ვამბობდით, როგორ უნდა დავამყაროთ მასთან ურთიერთობა? ყოველ ნაბიჯზე, სულ უფრო ცოტა ადამიანმა სჯეროდა, რომ ის პრეზიდენტი იყო და სულ უფრო მეტი ხვდებოდა, რომ ის

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის