USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
Tbilisi
ზელენსკი მზად არის, ტრამპის გეგმაზე რეფერენდუმი გამოაცხადოს, ცეცხლის შეწყვეტის პირობით
Date:  1533

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა AXIOS-ს განუცხადა, რომ იმედოვნებს, კვირას დაგეგმილ შეხვედრაზე პრეზიდენტ ტრამპთან ერთად ომის დასრულების ჩარჩო ხელშეკრულებაზე შეთანხმდება.

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ მზადაა აღნიშნული გეგმა რეფერენდუმზე გაიტანოს, თუ რუსეთი, სულ მცირე, 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდება.

მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა მიღწეულ დიდ პროგრესს, ტრამპის გეგმა კვლავ მოითხოვს უკრაინისგან მტკივნეულ ტერიტორიულ დათმობებს ქვეყნის აღმოსავლეთში.

ზელენსკი კვლავ იმედოვნებს ამ პირობების გაუმჯობესებას და განაცხადა, რომ მას უკრაინელი ხალხის თანხმობის მოპოვება დასჭირდება, თუ ტერიტორიულ საკითხებთან დაკავშირებით „მტკიცე“ პოზიციის დაკავება ვერ მოხერხდება.

ამერიკული მხარე დიდ წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს იმას, რომ ზელენსკი მზადაა ჩაატაროს რეფერენდუმი და აღარ გამორიცხავს ტერიტორიულ დათმობებს.

თუმცა, როგორც ზელენსკიმ AXIOS-თან სატელეფონო ინტერვიუს დროს აღნიშნა, ასეთი პლებისციტის ჩატარებას თან ახლავს სერიოზული პოლიტიკური, ლოგისტიკური და უსაფრთხოების სირთულეები.

სწორედ ამიტომ, მას მიაჩნია, რომ 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა კენჭისყრის მოსამზადებლად და ჩასატარებლად „არის მინიმუმი“.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ მისთვის ჯერ კიდევ გაურკვეველია, თანახმაა თუ არა თავად რუსეთი ტრამპის გეგმაზე.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას კვლავ სურს ტერიტორიულ საკითხებზე უფრო ხელსაყრელი პირობების მიღწევა. თუმცა, თუ გეგმა ამ საკითხთან დაკავშირებით „ძალიან რთულ“ გადაწყვეტილებას მოითხოვს, მას მიაჩნია, რომ საუკეთესო გამოსავალი მთლიანი 20-პუნქტიანი გეგმის რეფერენდუმზე გატანა იქნება.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way