USD 2.6982
EUR 3.1512
RUB 3.3533
თბილისი
ზელენსკი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე: იარაღი წყვეტს, ვინ გადარჩება
თარიღი:  1109

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა და ხაზი გაუსვა, რომ იარაღი არის ის, რაც დღეს გადარჩენას განსაზღვრავს და არა საერთაშორისო სამართალი.

„ძვირფასო ლიდერებო, ძვირფასო მეგობრებო და ყველა, ვინც შეიძლება გახდეთ ჩვენი მეგობარი, რადგან თქვენც უსაფრთხოება და მშვიდობა ისევე გსურთ, როგორც ჩვენ დღეს. უსაფრთხოების გარანტირება არავის შეუძლია ჩვენ გარდა. მხოლოდ ძლიერ ალიანსებს, მხოლოდ ძლიერ პარტნიორებს და მხოლოდ ჩვენს საკუთარ იარაღს. 21-ე საუკუნე დიდად არ განსხვავდება წარსულისგან. თუ ერს მშვიდობა სურს, მას მაინც უწევს იარაღზე მუშაობა… არც საერთაშორისო სამართალი, არც თანამშრომლობა - არამედ იარაღი წყვეტს, ვინ გადარჩება“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

თავის გამოსვლაში მან ხაზი გაუსვა იმ რეალობას, რომ საერთაშორისო კანონმდებლობა არ მუშაობს იარაღისა და ძლიერი მოკავშირეების გარეშე.

„თქვენ მშვენივრად იცით, რომ საერთაშორისო სამართალი სრულად არ მუშაობს, თუ არ გყავთ ძლიერი მეგობრები, რომლებიც მართლაც მზად არიან მის დასაცავად. და ესეც კი არ მუშაობს იარაღის გარეშე. საშინელებაა, მაგრამ ამის გარეშე, ყველაფერი კიდევ უფრო უარესი იქნება. მეგობრებისა და იარაღის გარდა, უსაფრთხოების სხვა გარანტიები არ არსებობს“, - დასძინა მან.

ეკონომიკა
საქსტატი - დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-მდე შემცირდა

დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-ს შეადგენდა, რაც ნოემბერში არსებულ 4.8%-იან ინფლაციასთან შედარებით ნაკლებია. საქსტატმა 2025 წლის დეკემბრის ინფლაციის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა.

ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა კვლავ სურსათმა იქონია, სადაც ფასები წლიურად 8.8%-ით არის გაზრდილი. უფრო დეტალურად ჯგუფების მიხედვით ინფლაცია ასე ნაწილდება:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.98 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (18.4%), ხილი და ყურძენი (15%), პური და პურპროდუქტები (14.3%), ყავა, ჩაი და კაკაო (10.1%), ზეთი და ცხიმი (10.1%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (7.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (7%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.1%), ბოსტნეული და ბაღჩეული (0.1%);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.56 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.1%), საავადმყოფოების მომსახურების (9%) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (5.3%) ქვეჯგუფებზე;

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.4%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.28 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (7.3%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1.3%).

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის