USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Тбилиси
ზელენსკი - უკრაინის გამარჯვების შემდეგ ყირიმში წავალ დასასვენებლად
дата:  875

უკრაინის რუსეთზე გამარჯვების შემდეგ, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, პირველ რიგში, დეოკუპირებულ ყირიმში გამგზავრებას გეგმავს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩეხურ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„ყირიმში წავალ, ძალიან მინდა ზღვის ნახვა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ჟურნალისტის დაზუსტებაზე, როდის მოხდება ეს, ზელენსკიმ უპასუხა, რომ „ზამთარში არ მოხდება“.

„რა გავაკეთო ზღვაზე ზამთარში? მაშინ წავალ, როდესაც უფრო თბილი ამინდი იქნება“, - განაცხადა უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა.

ზელენსკის ასევე ჰკითხეს, მოელის თუ არა უკრაინის გამარჯვებას მომავალ ზაფხულს.

„მე მსურს ეს. ჩვენ გვექნება ჩვენი გამარჯვება“, - უპასუხა უკრაინის პრეზიდენტმა.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати