USD 2.7356
EUR 3.2376
RUB 3.2938
Тбилиси
ზელენსკი - წლის ადამიანიდან წლის იმედგაცრუებამდე?
дата:  515

რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ამერიკულ გამოცემა „თაიმში“ გამოქვეყნდა სტატია, რომელიც შეიძლება განვიხილოთ, როგორც ვოლოდიმირ ზელენსკის „კულტის“ ოფიციალური დასასრული დასავლურ მედიაში.

სიმბოლურია ისიც, რომ მისი ავტორი საიმონ შუსტერია - 2022 წლის დეკემბერში სწორედ მისი სტატია გამოაქვეყნა იმავე „თაიმმა“, რომელმაც უკრაინის პრეზიდენტი „წლის ადამიანად“ გამოაცხადა.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, შუსტერმა არაერთი მასალა მიუძღვნა უკრაინის პრეზიდენტს და მის მეუღლეს, ოლენა ზელენსკას.

განვლილი წელიწადნახევრის მანძილზე შუსტერის მიერ „თაიმში“ გამოქვეყნებული სტატიები და ინტერვიუები გარკვეულწილად აყალიბებდა დასავლური საზოგადოების დამოკიდებულებას უკრაინის პრეზიდენტის მიმართ.

ამ დამსახურებისთვის, ანუ ოფიციალურად - „უკრაინული სახელმწიფოს პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის“, 2022 წლის აგვისტოში ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელი ჟურნალისტი ორდენითაც დააჯილდოვა.

ამ ფონზე, შუსტერის ბოლო წერილი ბუნებრივია, განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა უკრაინის ხელისუფლების და პირადად ზელენსკისთვის, რადგან წინა მასალებისგან განსხვავებით, ის წარმოგვიდგენს არა „მსოფლიოს გამაერთიანებელ“ ლიდერს, არამედ ადამიანს, რომელიც ყველამ მიატოვა, რომლისგანაც უკვე ყველა დაიღალა.

ავტორის აზრით, ზელენსკი ვეღარ ასრულებს თავის მთავარ ფუნქციას: - ვერ ინარჩუნებს მსოფლიოს ყურადღებას უკრაინის პრობლემის მიმართ; უკრაინის მხარდაჭერა ამერიკულ საზოგადოებაში გამუდმებით მცირდება და ასევე, ცივდება დამოკიდებულება თავად ზელენსკის პიროვნების მიმართაც.

აშშ-ში უკანასკნელი ვიზიტის დროს მას არ მისცეს კონგრესში საჯარო გამოსვლის საშუალება, სენატორებმა უკრაინის პრეზიდენტს დახურულ კარს მიღმა ნამდვილი დაკითხვა მოუწყვეს. ამ ვიზიტის დროს პრეზიდენტის გუნდმა ისიც კი ვერ შეძლო, რომ ზელენსკი ოპრა უინფრის გადაცემაში ან FOX NEWS-ის ეთერში გამოჩენილიყო...

სტატიის თანახმად, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მორიგი ესკალაციის შემდეგ, უკრაინის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო შემცირდა. ამას გრძნობს და განიცდის ზელენსკიც, რომელსაც უარს ეუბნებიან ისრაელში ვიზიტზე - „ახლა ამის დრო არ არის“ - ციტირებს ავტორი ოფიციალური თელ-ავივის პოზიციას, რომელიც ისრაელის მედიამ გაავრცელა.

ზელენსკი წუხს, რომ დასავლეთი უკრაინის ომით დაიღალა და კიევის გამარჯვების უკვე აღარ სჯერათ; ამასთანავე, „თაიმში“ გამოქვეყნებული სტატია უკრაინის პრეზიდენტს წარმოგვიდგენს, როგორც ავტორიტარული მიდრეკილებების ჯიუტ პოლიტიკოსს, რომელსაც სიმართლის თქმას ვერავინ უბედავს.

მაგალითად, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია საუბარი ცეცხლის შეწყვეტაზე, მიუხედავად იმისა, რომ გაჭიანურებულმა ომმა მობილიზებული ახალგაზრდა თაობის დიდი ნაწილი უკვე შეიწირა და ამჟამად უკრაინელი ჯარისკაცის საშუალო ასაკი 43 (!) წელია.

„ის საკუთარ თავს ატყუებს - ჩვენ გამარჯვების შანსი არ გვაქვს - მაგრამ აბა გაბედე და უთხარი ეს პირდაპირ“ - ციტირებს შუსტერი ერთ-ერთ ჩინოვნიკს, რომელმაც, ჟურნალისტის თქმით, ანონიმურად დარჩენა ისურვა.

სტატიის მიხედვით, მოსახლეობას სულ უფრო და უფრო აღიზიანებს სამხედრო კომისარიატების თვითნებობა, რომელიც ხშირად ძალადობრივი მეთოდებით ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი „გარეკოს ფრონტზე“, რადგან მოხალისეობრივი განწყობა და ენთუზიაზმი საზოგადოებაში უკვე აღარ იგრძნობა. ამასთან, ეს უწყება ომის მთელი პერიოდის მანძილზე უკიდურესად კორუმპირებული იყო და მდიდარი ოჯახის შვილებმა მასობრივად აარიდეს თავს გაწვევას.

ზოგადად, კორუფციას სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა; ზელენსკი წარმოდგენილია როგორც პრეზიდენტი, რომელიც თავად აფარებს ხელს საკუთარ კორუმპირებულ გუნდს და თანამებრძოლებს.

თვალსაჩინოებისთვის ავტორს მოჰყავს ერთ-ერთი გახმაურებული შემთხვევაც: - პრეზიდენტის მრჩევლის, როსტისლავ შურმას ძმა, რომელსაც ომამდე მზის ელექტროსადგურების ბიზნესი ჰქონდა სამხრეთ უკრაინაში, ომის დაწყების შემდეგაც განაგრძობდა სახელმწიფოსგან ფულის მიღებას ელექტროენერგიის წარმოებისთვის; მაშინ როცა ის ტერიტორია, სადაც მზის ელექტროსადგურები იყო განთავსებული, ოკუპაციის გამო საერთოდ მოწყდა უკრაინულ ელექტროსისტემას და ბუნებრივია, არავითარი ელექტროენერგია ამ თანხების სანაცვლოდ უკრაინას არ მიუღია.

მას შემდეგ, რაც მედიამ ყურადღება მიაქცია ამ შემთხვევას, ანტიკორუფციულმა პოლიციამ გამოძიება დაიწყო; თუმცა პრეზიდენტმა, ნაცვლად იმისა, რომ გაეთავისუფლებინა საკუთარი მრჩეველი ან თუნდაც, გამოძიების დასრულებამდე დისტანცირებულიყო მისგან, ვაშინგტონში ვიზიტის დროს, დემონსტრაციულად შეიყვანა შურმა საკუთარ დელეგაციაში.

სტატიის ავტორი პირადად შეხვდა შურმას კიევში და პირდაპირ დაუსვა კითხვა - ხომ არ ჯობდა „ცოტა ხნით ჩრდილში გადასულიყო?...“

„ - თუ ამას გავაკეთებ, ხვალ გუნდის ყველა წევრი სამიზნე გახდება“ - ასეთი იყო პრეზიდენტის მრჩევლის პასუხი.

ამ პასუხიდანაც ნათელია, რომ ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა.

ჟურნალისტი ციტირებს ზელენსკის კიდევ ერთ მრჩეველს, რომელიც ამბობს, რომ „ხალხი ისე იპარავს, თითქოს ხვალინდელი დღე აღარ გათენდება. თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის გათავისუფლებამ რეალურად არაფერი შეცვალა...“

აღსანიშნავია, რომ უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა შუსტერის სტატიას „სისულელეების გროვა“ უწოდა და განაცხადა, რომ ჟურნალისტის ანონიმური წყაროებით უკრაინის შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ. მან ასევე თქვა, რომ ამერიკელ ჟურნალისტს არ აქვს ნამდვილი ინფორმაცია უკრაინის შესახებ და არ იცის, საერთოდ საიდან მოიტანა მსგავსი ცნობები.

თავის მხრივ, ჟურნალისტი პირობას დებს, რომ ახლო მომავალში კიდევ არაერთ მასალას შემოგვთავაზებს უკრაინის თემაზე და მათ შორის იმ დაპირისპირებებზე, რომელიც ზელენსკის გუნდში მიმდინარეობს.

ანუ ამ ისტორიას, როგორც ჩანს, გაგრძელება ექნება.

მანამდე შეგვიძლია უბრალოდ აღვნიშნოთ, - „თაიმის“ მიერ წლის ადამიანად დასახელება სულაც არ ნიშნავს, რომ რამდენიმე თვეში იგივე „თაიმი“ წლის მთავარ იმედგაცრუებად არ გამოგაცხადებს.

წყარო:მედიაკრიტიკა / Mediacritic

Тбилиси
გლდანის რაიონში სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) რეაბილიტირებული ქუჩა გაიხსნა
გლდანის რაიონში სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) რეაბილიტირებული ქუჩა გაიხსნა. პროექტზე ადგილობრივმა გამგეობამ მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად იმუშავა.
რეაბილიტირებული ქუჩა თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილეებთან, ანდრია ბასილაიასთან და ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.
„გლდანის რაიონში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა. სანდრო ახმეტელის ქუჩაზე, საკმაოდ მძიმე მდგომარეობა იყო. პირველ რიგში, განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც ამორტიზებული იყო და სერიოზულ პრობლემას უქმნიდა ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებს. მოეწყო სადრენაჟე სისტემა, სანიაღვრე ქსელი, შეიცვალა წყლის, წყალარინებისა და გაზმომარაგების ქსელები. ყველაფერი, რაც კი აუცილებელი იყო, გამოცვლილია. გარდა ამისა, ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშა კაბელარხებში განთავსდა. პარალელურად, მიმდინარეობს სამი სკვერის სარეაბილიტიაციო სამუშაოები. აქაც ყველაფერი სრულად მოწესრიგდება. ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სამუშაოების ფარგლებში, სრულად შეიცვალა სანიაღვრე ქსელი და 15 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. გზის საფარის მოწესრიგებამდე, ტერიტორიაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციები შეცვალა, შესაბამისმა კომპანიებმა კი არსებული ქსელები რეაბილიტაციის შემდეგ, მიწისქვეშა კაბელარხებში განათავსეს.
გარდა ამისა, ახმეტელის ქუჩაზე შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ მოაწყო გარე განათების ქსელი და დამონტაჟდა ენერგოეფექტური LED სანათები. განთავსდა 30 ერთეული დიდი ზომის ნაგავშემკრები კონტეინერი.
ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ გზის სავალი ნაწილიდან გამოყო საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლი, დაიხაზა საგზაო მონიშვნები და ზებრა გადასასვლელები, დამონტაჟდა შუქნიშნები და მოეწყო საპარკინგე ადგილები. მოეწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები.
ახმეტელის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, გამწვანების მასშტაბურ სამუშაოებს გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ახორციელებს. კერძოდ, გზის მიმდებარედ არსებულ თარგებში, რომელთა საერთო ფართობი 3 700 კვადრატული მეტრია, მოეწყო სარწყავი სისტემები, შეტანილია ნოყიერი მიწის ნაზავი და მიმდინარეობს სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეების დარგვა. ამ ეტაპზე, დარგულია 419 ძირი მწვანე ნერგი. გარდა ამისა, ტერიტორიაზე დაიგება ბალახის საფარი.
პარალელურად, ხორციელდება გზის მიმდებარედ არსებული სამი სკვერის რეაბილიტაცია. ჯამში, 5 404 კვადრატულ მეტრ ფართობზე უკვე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.
რეაბილიტაციის პროექტის საერთო ღირებულებამ 5 327 846 ლარი შეადგინა.
დედაქალაქის მერთან ერთად სანდრო ახმეტელის ქუჩაზე გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, მერიის შესაბამისი სამსახურების უფროსები და საკრებულოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати