USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
ზელენსკი - „გავიგეთ, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გახდება“
дата:  750

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ნატოში გაწევრიანების მისწრაფება შეაფასა. მისი თქმით, კიევს უკვე მიახვედრეს, რომ ალიანსის „ღია კარის“ პოლიტიკა უკრაინაზე არ ვრცელდება. ამის შესახებ პრეზიდენტმა ლონდონში მიმდინარე Joint Expeditionary Force-ზე ონლაინგამოსვლისას განაცხადა.

„გასაგებია, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ არის; ეს გვესმის, ადეკვატური ხალხი ვართ. წლების განმავლობაში ღია კარის შესახებ გვესმოდა, მაგრამ ახლა ასევე გავიგეთ, რომ იქ ჩვენ არ შევალთ და ეს უნდა ვაღიაროთ. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ხალხი ამის გაგებას იწყებს და ჩვენს თავსა და პარტნიორებზე ამყარებენ იმედებს, რომლებიც ჩვენ გვეხმარებიან“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა დასავლეთს უკრაინის ცის დახურვისკენ და ასევე აღნიშნა, რომ დადებითი გადაწყვეტილების შესაძლებლობა მაღალი არ არის.

„უკრაინა ახლა NATO-ს შეთანხმების მე-5 მუხლის ამოქმედებაზე პრეტენზიას არ აცხადებს. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ჩვენი ცა ისე უნდა დავიცვათ, როგორც ალიანსის ცა, მაგრამ გვესმის, რომ ყოველთვის არსებობს „მაგრამ“ და როგორი იქნება ალიანსის პასუხი, თუ აღმოსავლეთ ევროპაში იქნებიან და მათ დაცვისთვის მიმართავენ, თუ მათთან რუსული რაკეტები ჩაფრინდება, ღმერთმა არ ქნას რუსული თვითმფრინავები... რუსეთი ჩვენი ლვოვის ოლქს დაესხა თავს, სარაკეტო თავდასხმა NATO-ს საზღვრიდან 20 კილომეტრში მოხდა. ალიანსის ტერიტორიაზე რუსული უპილოტოები უკვე ჩავარდა“, - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

სამიტზე პრეზიდენტმა უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შეჩერებისა და უსაფრთხოების ახალი გარანტიების შექმნის შესახებ თავისი ხედვა წარადგინა: „რუსული სამხედრო მანქანის, ხალხის დახოცვის შეჩერება კიდევ შეიძლება და თქვენ ხედავთ, როგორ ვიბრძვით. თქვენთან ერთად უფრო მარტივი იქნება. ახლა ყველაზე მთავარი ჩვენს მიწაზე დემოკრატიის ნგრევის შეჩერებაა ან ისინი თქვენთან მოვლენ“.

Unian-ი წერს, რომ უკრაინის ცის დაკეტვის შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობის გამო, მოსახლეობაში უკრაინის NATO-ში შესვლის მომხრეთა რიცხვი 76%-დან 72%-მდე შემცირდა.

экономика
III კვარტალში უცხოეთში საქართველოს რეზიდენტების ტურისტული ვიზიტები 3%-ით 412,000-მდე გაიზარდა

საქსტატმა 2025 წლის ივლის-სექტემბერში საქართველოდან უცხოეთში ტურისტული ვიზიტების სტატისტიკა გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, III კვარტალში საქართველოს რეზიდენტებმა უცხოეთში 599.7 ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც წინა წელთან შედარებით 3 ათასი ვიზიტით ნაკლებია. თუმცა ანგარიშის თანახმად კლება უკავშირდება ქვეყნიდან ერთდღიანი გასვლების რაოდენობის შემცირებას (187 ათასი ვიზიტი, კლება 14 ათასი). ასეთი ვიზიტები ძირითადად სარფის საბაჟოდან თურქეთში ერთდღიანი შოპინგისთვის ხორციელდება.

საქსტატი ტურისტულ ვიზიტებს უწოდებს ისეთ გასვლებს, რომლებიც ერთ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდა. ამ ვიზიტების რაოდენობა 412,000-ს შეადგენს, რაც წლიურად 3%-ით არის გაზრდილი. მათ შორის მომატებულია საქართველოდან ევროკავშირში ვიზიტების რაოდენობაც.

ქვეყნების მიხედვით პირველ ადგილზეა თურქეთი, სადაც მესამე კვარტალში 206 ათასი ვიზიტი აღირიცხა, თუმცა ერთდღიანი ვიზიტების კლების გამო ამ ქვეყანაში გასვლები 10%-ით არის შემცირებული. მეორე ადგილზეა რუსეთი 110 ათასი ვიზიტით, რა მიმართულებითაც ვიზიტები 4%-ით არის შემცირებული. 98 ათას ვიზიტამდე გაიზარდა გასვლების რიცხვი ევროკავშირში რაც წლიურად 8%-ით არის გაზრდილი.

2025 წლის მესამე კვარტალში გამყვანი ტურიზმის სტატისტიკა

ქვეყანა ვიზიტების რაოდენობა 2025 წლის მესამე კვარტალში სხვაობა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან
თურქეთი 205.7 ათასი ვიზიტი; -10%
რუსეთი 109.7 ათასი ვიზიტი; -4%
ევროკავშირი 98.4 ათასი ვიზიტი; +8%
სომხეთი 87.6 ათასი ვიზიტი; +21%
სხვა ქვეყნები 87.0 ათასი ვიზიტი; -1%
აზერბაიჯანი 10.8 ათასი ვიზიტი; +5%

2025 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 699.9 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 3.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2024 წლის III კვარტალთან შედარებით 4.1 პროცენტით გაიზარდა და 1 167.2 ლარი შეადგინა.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати