USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
თბილისი
ზელენსკი - ჩემი ურყევი პოზიციაა: იურიდიულად არ ვაღიარებთ არცერთ ჩვენს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიას რუსულად, ეს უკრაინული მიწაა
თარიღი:  915

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა არასდროს აღიარებს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ყველა საუბარში - და ხაზს ვუსვამ ამას და ეს ჩემი ურყევი პოზიციაა - იურიდიულად არ ვაღიარებთ არცერთ ჩვენს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიას რუსულად. ეს უკრაინული მიწაა”, - განაცხადა ზელენსკიმ.

საზოგადოება
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის