USD 2.6971
EUR 3.1405
RUB 3.4134
Tbilisi
ზელენსკი - „თუ აშშ-ის პრეზიდენტი კონსტრუქციულ დიალოგზე დამპატიჟებს, ჩავალ“
Date:  625
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ქვეყანა არ აპირებს ტერიტორიული დათმობების განხილვას, მიუხედავად გარკვეული სიგნალებისა, რომლებიც აშშ-დან მოდის. მისი თქმით, უკრაინისა და ტრამპის ურთიერთობა გაგრძელდება, ისევე როგორც პარტნიორების მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.
„თუ აშშ-ის პრეზიდენტი კონსტრუქციულ დიალოგზე დამპატიჟებს, ჩავალ,“ – განაცხადა ზელენსკიმ, პასუხად ჟურნალისტის კითხვაზე, გეგმავს თუ არა ამერიკაში ვიზიტს.
უკრაინის პრეზიდენტის ძირითადი თეზისები:
„მე წარმოვადგენ ქვეყნის ინტერესებს, რომელიც დიდადაა დამოკიდებული მხარდაჭერასა და პარტნიორობაზე.“
„უკრაინა მზადაა აშშ-სთან მინერალების შესახებ შეთანხმება გააფორმოს, თუ უკრაინული პოზიცია იქნება გათვალისწინებული.“
„შეთანხმების საბოლოო ვერსია უკვე მზადაა და მინისტრებს შეუძლიათ მისი ხელმოწერა.“
„თუ შევთანხმდით, რომ შეთანხმება ჩვენი მხრიდან უნდა დაიდოს, ჩვენ მზად ვართ მის გასაფორმებლად. გულწრფელად მჯერა, რომ აშშ-ც მზად იქნება.“
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა მშვიდობის მნიშვნელობას:
„უკრაინას სჭირდება მშვიდობა და არა სამუდამო ომი. სწორედ ამიტომ, ვამბობთ, რომ უსაფრთხოების გარანტიები ამ პროცესის მთავარი გასაღებია,“ – აღნიშნა მან ლონდონის სამიტის შემდეგ.
ზელენსკის თქმით, უკრაინა ევროპელ პარტნიორებთან ერთად ჩამოაყალიბებს საერთო პოზიციებს, რომლებიც შემდეგ წარედგინება აშშ-ს. მისი პრიორიტეტია სანდოობა, ხანგრძლივი მშვიდობა და სწორი შეთანხმება, რომელიც ომს დაასრულებს.
„ჩვენ ველით აშშ-ის დახმარებას, ხოლო თუ ის შეწყდება, ეს იქნება პუტინისთვის დახმარება. ამ დრომდე არ შეჩერებულა ამერიკის სამხედრო დახმარება, თუმცა საუბარია ადრე მიღებულ (ბაიდენის ადმინისტრაციის დროს) პაკეტებზე,“ – განაცხადა ზელენსკიმ.
economics
საქსტატი - დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-მდე შემცირდა

დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-ს შეადგენდა, რაც ნოემბერში არსებულ 4.8%-იან ინფლაციასთან შედარებით ნაკლებია. საქსტატმა 2025 წლის დეკემბრის ინფლაციის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა.

ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა კვლავ სურსათმა იქონია, სადაც ფასები წლიურად 8.8%-ით არის გაზრდილი. უფრო დეტალურად ჯგუფების მიხედვით ინფლაცია ასე ნაწილდება:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.98 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (18.4%), ხილი და ყურძენი (15%), პური და პურპროდუქტები (14.3%), ყავა, ჩაი და კაკაო (10.1%), ზეთი და ცხიმი (10.1%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (7.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (7%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.1%), ბოსტნეული და ბაღჩეული (0.1%);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.56 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.1%), საავადმყოფოების მომსახურების (9%) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (5.3%) ქვეჯგუფებზე;

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.4%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.28 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (7.3%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1.3%).

See all
Survey
By the way