USD 2.6047
EUR 2.9576
RUB 3.1039
Tbilisi
ზაზა იაშვილი - ვანის მუზეუმის ახალი სიცოცხლე
Date:  5089

ვანის არქეოლოგიური მუზეუმის სარეაბილიტაციო პროცესი დასრულდა, მუზეუმ - ნაკრძალს უკვე თანამედროვე და მაღალი სტანდარტის  მუზეუმის სტატუსი აქვს. მისი რეაბილიტაცია რამდენიმე წელი  გრძელდებოდა. იმის მიუხედავად, რომ არქიტექტორებმა დაზიანებების გამო ძველი შენობის გადარჩენა ვერ შეძლეს, ამით ვანის მუზეუმ - ნაკრძალში  ძველი  ცივილიზაციის ამსახველი ისტორია არ დარღვეულა - ძველი შენობის ადგილზე დღეს იდენტური შენობა დგას, რომელშიც უნიკალური ექსპონატებია გამოფენილი. ძველ შენობასთან ერთად პროექტის ავტორებმა შექმნეს ახალი ნაგებობა საზოგადოებრივი სივრცისთვის, მოეწყო მუზეუმის ეზო, პანდუსები, არქეოლოგიურ გათხრებთან მისასვლელი.

ვანის არქეოლოგიური მუზეუმი არის იშვიათი მუზეუმი, აქ დამთვალიერებელს ადგილზე  შეუძლია ნახვა იმ ისტორიის, რომელსაც აქ გამოფენილი ექსპონატები ინახავს, რაც ძალიან შთამბეჭდავი და ემოციურია. მუზეუმის რეაბილიტაციის პროცესის შესახებ გვესაუბრება არქიტექტორი ზაზა იაშვილი, რომელიც ვანის მუზეუმის არქიტექტურული პროექტის ავტორია.

ზაზა იაშვილი:  ვანის არქეოლოგიური მუზეუმის პირველადი კონცეფციის ავტორი არის ინგლისური კომპანიის "ელის ვილიამს არქიტექტსის" ბერლინის ფილიალის დირექტორი დიტერ ფანენსტილი. ამ კომპანიას აქვს ოფისი როგორც ინგლისში, ასევე გერმანიაში, მუზეუმის პროექტზე იმუშავა გერმანელი არქიტექტორების გუნდმა ბატონი დიტერის ხელმძღვანელობით. პროექტში მონაწილეობდნენ; მირკო გაბლერი, არქიტექტორი მაურენ ლატა და მანუელა ვიესენსე. საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური  დირექტორის ბატონი დავით ლორთქიფანიძის ერთ-ერთი თხოვნა ბატონი დიტერის მიმართ იყო ის, რომ შეგვენარჩუნებინა ძველი შენობა, რომელიც აშენდა 1985 წელს. იმის მიუხედავად, რომ შენობა სრულიად ამორტიზირებული იყო, არ ჰქონდა სათანადო  საცავები და ვეღარ პასუხობდა თანამედროვე მოთხოვნებს, მისი შენარჩუნება მაინც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. ბატონმა დიტერმა სწორედ ეს გააკეთა - პროექტის მიხედვით, მან შეინარჩუნა ძველი შენობა, მოაპირკეთა თანამედროვე მასალით და ძველ შენობას დაუმატა ახალი მინაშენი, ძირითადად საზოგადოებრივი სივრცისთვის.  სამწუხაროდ,  ძველი შენობის შენარჩუნება ვერ მოხდა.როდესაც დაიწყო მშენებლობა, ძველი შენობა, რომელიც იყო მძიმე მდგომარეობაში, გახდა დასანგრევი, თუმცა დღეს ზუსტად იმავე ადგილზე დგას იდენტური შენობა, რომელიც ძველს ისე ჰგავს, ადამიანმა რომ არ იცოდეს შესაძლოა,  ვერც მიხვდეს, რომ იქ ახალი შენობა აშენდა. დღეს ვანის არქეოლოგიური მუზეუმი არის თანამედროვე სტანდარტის მუზეუმი. ქართველი არქიტექტორები, ეროვნული მუზეუმის არქიტექტორული ჯგუფის წევრები პროექტში მას შემდეგ  ჩავერთეთ, რაც ძველი შენობა დაინგრა. ჩვენ შევცვალეთ პროექტი, თუმცა ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჩვენი გერმანელი კოლეგების კონცეფცია, მისი ძირითადი იდეა შეგვენარჩუნებინა.

რა არის თანამედროვე  მაღალი სტანდარტის მუზეუმებისთვის   მთავარი არქიტექტურული მახასიათებელი?

თანამედროვე მუზეუმების ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნაა საზოგადოებრივი სივრცე, რომელიც დიდწილად განაპირობებს მუზეუმის მაღალ ხარისხს და მის სტატუსს. მუზეუმის საზოგადოებრივი სივრცე მოიცავს მთავარ შესასვლელს, მუზეუმს სჭირდება კაფე, მცირე მაღაზია, რასაკვირველია, საინფორმაციო ზონა რათა დამთვალიერებელმა აიღოს ბილეთი ან ბროშურა, მიიღოს მეტი ინფორმაცია მუზეუმზე, საიტზე, დროებით გამოფენებზე. ბოლო წლებში თანამედროვე მუზეუმებში საზოგადოებრივი სივრცეები ორჯერ-სამჯერ გაიზარდა. ჩვენ სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში რეაბილიტაციის დროს საზოგადოებრივი ზონა 15 ჯერ გავზარდეთ.

თანამედროვე მუზეუმებისთვის უმთავრესია საინჟინრო ქსელები, რომელიც გაკეთდა  სიმონ ბარამიძის მიერ. არქიტექტურულ კონცეპციაში მთავარი იყო, მუზეუმში მისული ადამიანი თავს გრძნობდეს კომფორტულად და  თავისუფლად.  ყველა,  ვინც კომუნისტურ  ეპოქაში გავიზარდეთ, მიჩვეულები ვართ, თითქოს მუზეუმში რომ შედიხარ  გაშეშებული უნდა იყო და თავისუფლად მოქცევა არ შეიძლება. ეს ძველი სტერეოტიპია. ჩვენი მიზანია მუზეუმში  მოსულმა ადამიანებმა, მით უმეტეს მოზარდებმა თავისუფლად იგრძნონ თავი. ეს არის თანამედროვე მიდგომა. ადამიანმა, ვინც კილომეტრებს გაივლის და ვანში დაღლილი ჩავა, მუზეუმში შესვლისას უნდა იგრძნოს, რომ აქ დაისვენებს და კომფორტულად იქნება, ეს რასაკვირველია, უპირველესად საზოგადოებრივ სივრცეს ეხება.

ვინაიდან ძველი შენობა დაინგრა და აღარ არსებობდა, გადაწყდა, გაგვეზარდა საგამოფენო სივრცეები, რის საშუალებასაც გვაძლევდა ახალი პროექტი. მთლიანად შეიცვალა გენგეგმა - საგამოფენო სივრცეები, პარკინგი, პანდუსები, მოეწყო არქეოლოგიური გათხრებისკენ ახალი გასასვლელი პანდუსები, დღეს გათხრებისკენ მიმავალ დამთვალიერებელს უფრო კომფორტული გასასვლელით უწევს გასვლა. ძირითადად  შევინარჩუნეთ ძველი შენობის იერსახე, ახალი მუზეუმი გამოიყურება ზუსტად ისე, როგორც გამოიყურებოდა წლების წინ, როდესაც აშენდა. შენობის მოპირკეთებამ შეიტანა მცირე ცვლილებები ელემენტებში.სრულად შევინარჩუნეთ ძველი შენობის იერი, ძველი შენობა კარგად გადმოსცემდა ელინისტური არქიტექტურის ეპოქის ხასიათს, რომლის ამსახველი ექსპოზიციებიც ინახებოდა მასში. რაც შეეხება არქეოლოგიურ გათხრებზე არსებულ ძეგლებს, რომელთაც ჰქონდა ძველი უკვე ამორტიზებული დამცავი გადახურვები, ახალი გადახურვებით შეიცვალა, რაც დამთვალიერებელს უფრო კომფორტულ და ესთეტიურ გარემოს შეუქმნის. ეს პროცესი ჯერაც არ არის დასრულებული, საჭიროა კიდევ რამოდენიმე ძეგლის გადახურვა საინფორმაციო დაფებისა და ბილიკების მოწყობა საიტზე, ვფიქრობ ამ კუთხით ეროვნულ მუზეუმს კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი.

დღეს რას მოიცავს  ვანის არქეოლოგიური მუზეუმის კომპლექსი?

ჩვენი პროექტის მიხედვით ახლა გვაქვს ორი შენობა - ძველი შენობის იდენტური შენობა, კიდევ უფრო პომპეზური ფასადით ვიდრე იყო, თუმცა ეს არ არის შესამჩნევი ვიზუალურად და მასთან დაკავშირებულია  ასევე ახალი შენობა, კონტრასტული, თეთრი ფერის ნაგებობა, რომელიც  „ძველ“  ნაგებობას უერთდება. მუდმივი საგამოფენო სივრცეები განთავსებულია ძველი შენობის იდენტურ შენობაში, მეორე შენობის  დიდ ნაწილს წარმოადგენს საზოგადოებრივი სივრცე და ასევე, თანამედროვე საგამოფენო სივრცე, სადაც ჩატარდება  სხვადასხვა თემატური გამოფენები. ეს არის დროებითი საგამოფენო სივრცე. ძალიან მნიშვნელოვანია კომპლექსის ეზო,  რომელიც ძალიან კარგად არის ათვისებული. ეს კომპლექსი ძალიან დიდ პოტენციალს ფლობს ტურისტული ნაკადების მოსაზიდად.

თუ შევხედავთ ევროპული თანამედროვე მუზეუმებს, ეს არის კლასიკური მუზეუმების სტილი, როგორიც ეროვნული მუზეუმის ძირითადი ნაგებობებია თბილისში. თანამედროვე მუზეუმების სპეციფიკაში ქალაქის მუზეუმი მართლაც განსხავავდება რეგიონალური მუზეუმებისგან. სულ სხვა მოთხოვნები მოდის წინა პლანზე, თუნდაც საზოგადოებრივი სივრცე რომ ავიღოთ. არქიტექტორი ხედავს, როგორ დაალაგოს ეს სივრცე, რომ დამთვალიერებელმა  მეტი კომფორტი იგრძნოს. ლუვრმა წინ  ეზოში გააკეთა უზარმაზარი პირამიდა, რომ გაეთანამედროვებინა საზოგადოებრივი სივრცე და მეტად მობილური გამხდარიყო.თავისებური მიდგომა ესაჭიროება რეგიონალურ მუზეუმებს, სადაც ამოცანაც განსხვავებულია ცენტრალური მუზეუმებისგან, ხოლო ვანის მუზეუმი ეგრეთწოდებული „საიტ“ მუზეუმია, სადაც არქეოლოგიური გათხრები და სამუზეუმო ექსპოზიცია  აერთმანეთს, ავსებს და ამდიდრებს, ამრიგად ამ შემთხვევაში სულ სხვა მიდგომა არის საჭირო პროექტანტებისგან. ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს აქვს შიდა ეზო, ეს არის მულტიფუნქციური ზონა, სივრცე, სადაც შეიძლება ჩატარდეს ღია ლექციები, გაკეთდეს კონცერტი, სლაიდ შოუ. ამ სივრცეს პირდაპირი კავშირი აქვს მუზეუმის შესასვლელთან, ძალიან სასიამოვნოა, რომ ვანელებმა მუზეუმის ეზო თავიანთ დასასვენებელ ზონად აქციეს,ყოველ საღამოს ოჯახებით მიდიან  მუზეუმის ეზოში, და ერთგვარი სარეკრეაციო ზონა დაემატა ქალაქს.

ამ ტერიტორიას ვანელები ძალიან უფრთხილდებოდნენ, იმედია ახლაც ასე გაგრძელდება, მძიმე პერიოდში როდესაც საქართველოში ძარცვა-ყაჩაღობა ჩვეულებრივ  ამბად იქცა, მაშინაც კი არაფერი არ დაზიანებულა. იგივეს  თქმა შეგვიძლია  საქართველოს ეროვნულ მუზეუმზე, რომელიც მისმა თანამშრომლებმა მედგრად დაიცვეს თბილისის ომის დროს, როდესაც ეროვნული მუზეუმი ომის წინა ხაზზე იყო.

ვანის არქეოლოგიური მუზეუმი არის ის იშვიათი მუზეუმი, რომელსაც უნიკალური კოლექციები გააჩნია, რომლის ანალოგი მსოფლიოშიც ძალიან ცოტაა. ჩვენ შევინარჩუნეთ მუზეუმის ძველი არქიტექტურული ღირსება, რაც არის  მისი "ფიშკა" ,  გავუფრთხილდით ძველს და მივაშენეთ ახალი შენობა  სხვა ფერის და სხვა ტექტონიკით. ძალიან მნიშვნელოვანია  მთავარი შესასვლელი, კიბეების კასკადი, რომელსაც  მივყავართ ტრაპეციული ფორმის შესასვლელში, ნელ-ნელა შესასვლელისკენ მიმავალი გზა  ვიწროვდება და ისეთ განცდას ბადებს, კეთილი იყოს თქვენი მობრძანებას, რომ გულისხმობს.  ამ ხერხით მუზეუმი  იწვევს დამთვალიერებელს და ეუბნება: შემოდით, ნახეთ, აქ უზარმაზარი ისტორია ინახება. ეროვნულმა მუზეუმმა,ექსპოზიციის დიზაინის  შესაქმნელად  მოიწვია  დიზაინერი ლინა ლოპესი. ჩვენს  ჯგუფს მასთან მუშაობის დიდი გამოცდელება აქვს.  მან მართლაც ძალიან შთამბეჭდავი ექსპოზიცია შემოგვთავაზა.ექსპონატები, რაც  მუზეუმში  არის დაცული მეცნიერების მიერ ისეა შერჩეული, რომ  ზუსტად  პასუხობს  მიზანს - რა ისტორია უნდა მოყვეს მუზეუმმა.არქიტექტურული, საიჟინრო და დიზაინერული კონცეფციის განხორციელება მამუკა საღარაძემ და სალომე გურულმა იტვირთეს, დიდი მადლობა მათ, კომპანია "ეპტის" ვალენტინ მარტინესს და ლადო ღაჭავას, ასევე დამფინანსებლებს მსოფლიო ბანკს და დამკვეთს - მუნიციპალური განვითარების ფონდს, სამშენებლო კომპანიას.  მადლობა ყველა ვანელს, რომელთათვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ეს მუზეუმი და მუდმივად გამოხატავდნენ მხარდაჭერას.

მე და ჩემს გუნდს ასეთ ისტორიულ პროექტებზე მუშაობის დიდი გამოცდილება გვავქვს, მაგრამ ვანის მუზეუმზე მუშაობა იყო სრულიად განსხვავებული და  ემოციური. აქ არის ისტორია, თუ რამდენად მაგრები იყვნენ ის ადამიანები, ვინც აქ ცხოვრობდნენ საუკუნეების მანძილზე და  ყველაფერი, რასაც ხედავს დამთვალიერებელი მუზეუმში, ყველაფერი აქ ადგილზეა გაკეთებული.   ეს ხალხი  ამ ტერიტორიაზე ცხოვრობდა და აშენებდა  ამ ყველაფერს. ექსპონატებშიც ჩანს,  როგორ ღრმად არის შემოსული ელინური კულტურა საქართველოში, კერძოდ ვანში. ჩვენ მოგვიხდა მუშაობა არქეოლოგებთან, არქიტექტორების და არქეოლოგების ყველა ასეთი კოოპერაცია ძალიან შედეგიანია. არქეოლოგები საინტერესო ხალხია და მათთან პროფესიული ურთიერთობა დიდი სიამოვნებაა. 

თამარ გუნია

World
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way