USD 2.6239
EUR 3.0219
RUB 3.2557
თბილისი
ზაზა ფაჩულია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ელჩი გახდა
თარიღი:  752

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი და NBA-ის სამგზის ჩემპიონი, ზაზა ფაჩულია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) ელჩად დაინიშნა. აღნიშნულ საპატიო თანამდებობაზე ზაზა ფაჩულია ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა სან-ფრანცისკოში “გოლდენ-სტეიტ უორიორსის” მატჩზე წარადგინა. ქართველთან ერთად, UNWTO-ს ელჩის სტატუსი NBA-ის ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო კალათბურთელმა, სტეფ კარიმაც მიიღო.

როგორც BMG-ისთვის მიწოდებულ მასალაში ვკითხულობთ, სპორტსმენებმა აღნიშნული წოდება საზოგადოების განვითარებისადმი შეტანილი წვლილისთვის მიიღეს. “სპორტულ კარიერაში მიღწეული წარმატება და საზოგადოების განვითარებისადმი ერთგულება ორივე მათგანს სამაგალითო ფიგურებად აქცევს. ეს ფაქტები კი, მთელს მსოფლიოში სპორტის ტურიზმის სარგებლიანობის პოპულარიზაციაზე დადებითად აისახება”, - განაცხადა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

გლობალური ტურიზმის მმართველი ორგანიზაციის ელჩად დანიშვნას თავად ზაზა ფაჩულიაც გამოეხმაურა. კალათბურთელის თქმით, UNWTO-ს ელჩის სტატუსი მსოფლიოში სპორტის დადებითი გავლენის შესახებ ცნობიერების ამაღლების საშუალებას მისცემს. “მთელი ცხოვრება სპორტს მივუძღვენი და ზუსტად მესმის რა დადებითი გავლენის მოხდება შეუძლია მას როგორც ტურიზმზე, ასევე ზოგადად ადამიანების ცხოვრებაზე. ამიტომ ეს როლი ჩემთვის ძალიან სასიამოვნო და ამავე დროს საპასუხისმგებლოა. ორგანიზაციასთან ერთად ჩემს გამოცდილებასა და ცოდნას მაქსიმალურად გამოვიყენებ იმისთვის, რომ სამყაროში სპორტის დადებითი გავლენის შესახებ ცნობიერება კიდევ უფრო გაიზარდოს. ეს კი, დარწმუნებული ვარ მსოფლიოს ჯანსაღი კუთხით განვითარებას ძალიან დაეხმარება. ამ შესაძლებლობისთვის მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს კარგ მეგობარს - გენერალურ მდივან ზურაბ პოლოლიკაშვილს”, - განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის სპორტის ელჩების მთავარ მიზანია ისეთი ინიციატივებისა და აქტივობების მხარდაჭერა, რომელიც ხელს უწყობს სპორტის დახმარებით ტურიზმის განვითარებას, კულტურათა შორის კავშირების გაღრმავებას და ამ ყველაფრის საფუძველზე მდგრად ეკონომიკურ განვითარებას. ზაზა ფაჩულია, სტეფ კარისთან და სხვა ელჩებთან ერთად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სწორედ მსგავსი ტიპის აქტივობებში ჩაერთვება. საინტერესოა, რომ მოქმედ ელჩებს შორის საკალათბურთო სამყაროს მხოლოდ ორი წარმომადგენელი ჰყავს, როცა ფეხბურთელებს შორის ისეთ სახელებს ვხვდებით, როგორიცაა ლიონელ მესი, ანდრეს ინიესტა, დიდიე დროგბა, იკერ კასილასი და ფერნანდო იერო.

ცნობისთვის გეტყვით, რომ იმავე მატჩზე, სადაც ზაზა ფაჩულია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ელჩად წარადგინეს, ქართველმა კალათბურთელმა Money Ball-ით “გოლდენ-სტეიტ უორიორსის” ის მოთამაშეები დააჯილდოვა, რომელთაც NBA All Star-ის კვირეულში განსაკუთრებული შედეგი აჩვენეს.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის