USD 2.7015
EUR 3.0967
RUB 3.3236
თბილისი
ზაზა ფაჩულია და თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა საკალათბურთო აკადემიის მეორე ფილიალს ხსნიან
თარიღი:  1077

NBA-ს ყოფილი ქართველი ვარსკვლავი და ბიზნესმენი ზაზა ფაჩულია საქართველოში საკალათბურთო აკადემიის მეორე ფილიალის გახსნას თბილისის ქართულ-ამერიკულ სკოლასთან თანამშრომლობით აანონსებს. ამის შესახებ ინფორმაცია როგორც ბიზნესმენმა, ასევე ქართულ-ამერიკული სკოლის ადმინისტრაციამ Facebook-ზე გამოაქვეყნეს.

ქართულ-ამერიკული სკოლის ადმინისტრაცი:
"შედგა მნიშვნელოვანი კოლაბორაცია თბილისის ქართულ-ამერიკულ სკოლასა და ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია • Zaza Pachulia Basketball Academy-ს შორის. ახალი სეზონიდან აკადემიის პირველი ფილიალი სწორედ ჩვენ კამპუსში გაიხსნება.
 თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლის კამპუსი, რომლის ჯამური ღირებულება 13 მილიონი ლარია და რომლის მშენებლობაც 2023 წლის აგვისტოში
დასრულდება პირველ მოსწავლეებს სექტემბრიდან მიიღებს.
 სკოლის საერთაშორისო სტანდარტების ტექნოლოგიურად აღჭურვული და სრულად ადაპტირებული კამპუსის დასათვალიერებლად უკვე აგვისტოს ბოლოდან გელოდებით.
 კამპუს ტურზე რეგისტრაციისთვის: https://shorturl.at/cpsB0
 კამპუსის ზუსტი ადგილმდებარეობის სანახავად: https://bit.ly/3YB2KW2
ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემიაში რეგისტრაციისთვის:
ფეისბუქის გვერდი: https://shorturl.at/pxHNY
 598 32 82 90
 info@zpacademy.ge
შენი წარმატება იწყება აქ.

ზაზა ფაჩულიას გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ აკადემიის მეორე ფილიალი ოქტომბრიდან გაიხსნება და

„მას შემდეგ, რაც საკალათბურთო აკადემია გავხსენით, დავინახე, რომ ეს შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე იყოს, რომელიც ჩემი სპორტული და არასპორტული კარიერის მანძილზე დავიწყე. არ მიფიქრია, რომ ასე მალე გადავდგამდით დიდ ნაბიჯებს და დღეს, ბედნიერი ვარ, რომ თბილისში უკვე აკადემიის მეორე ფილიალი იქნება ხელმისაწვდომი. თანამედროვე სტანდარტების შესაბამის დარბაზში 400-მდე მოზარდი ივარჯიშებს და საუკეთესო პირობებში მოემზადება.

 თბილისის ქართულ-ამერიკულ სკოლასთან დაწყებული თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენი აკადემიის მეორე ფილიალი აეროპორტის გზაზე, შუამთის ქუჩაზე, ოქტომბერში გაიხსნება. ეს გადაწყვეტილება ბევრი ფაქტორის გამო იყო მნიშვნელოვანი. აღნიშნულ დასახლებასა და მის მიმდებარე უბნებში სპორტზე და კალათბურთზე ხელმისაწვდომობა დაბალია და ვფიქრობ, ჩვენი ეს ნაბიჯი მიმდებარე უბნებსა და დასახლელებში სპორტის პოპულარიზაციას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს.

ჩემთვის ორმაგად ემოციურია ქართულ-ამერიკულ სკოლასთან თანამშრომლობა, რადგან მისი ხელმძღვანელი ჩემი დიდი ხნის მეგობარი და თანაკლასელი ლევან გოგიაა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილება საუკეთესო გამოცდილება იქნება ამ მხარეში მცხოვრები მოსახლეობისთვის და განსაკუთრებით მოზარდებისთვის.

მისამართი: აეროპორტის გზატკეცილი, შუამთის ქუჩა, N2“, - წერს ფაჩულია.

ამასთან, ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია განცხადებას ავრცელებს, სადაც ახალ ფილიალში 5-დან 14 წლამდე ბავშვების რეგისტრაციის შესახებ აცხადებს.

თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სკოლა ახალი კამპუსის მშენებლობას აგვისტოში დაასრულებს და ბავშვებს სექტემბრიდან მიიღებს. მისი საინვესტიციო ღირებულება კი 13 მლნ ლარია.

 

მსოფლიო
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის