ზაპოროჟიეს ოლქში რუსული არმიის ქვედანაყოფებს შორის სერიოზული შეტაკება მოხდა, არის მსხვერპლი.
უკრაინული მედიის ცნობით, დროებით ოკუპირებული ზაპოროჟიეს ოლქში მდებარე დასახლება მიხაილოვკაში „კადიროველებსა“ და დაღესტნელებს შორის, რომლებიც რუსული არმიის სხვა შენაერთებში შედიან, ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო, შემდეგ კი სროლაში გადაიზარდა.
„ჩხუბის დროს ერთ-ერთი სამხედრო ცივი იარაღით დაიჭრა, რის შედეგადაც გარდაიცვალა. ამის შემდეგ დაპირისპირება ნაღმმტყორცნების, ხელყუმბარების და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით გაგრძელდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
მედია აღნიშნავს, რომ შეტაკების დროს ორივე მხრიდან 20 სამხედრო დაიღუპა, 40 კი - დაჭრილია, „კადიროველების“ მეთაური კი - სასჯელის მოხდის მიზნით მოწინავე პოზიციებზე არის გადაყვანილი.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.